30 აპრილი, 2015
გიორგი ვარდოსანიძის ცხოვრებაში ახალი გოგო გამოჩნდა
მას შემდეგ რაც გიორგი ვარდოსანიძე და სალომე ჭაჭუა ერთმანეთს დაშორდნენ, ყვითელი პრესა აქატიურად ადევნებს თვალს ორივეს და აინტერესებთ წყვილი შერიგდება თუ ორივე ახალ სიყვარულს იპოვის.

სალომეს გვერდით მხოლოდ მოცეკვავე მაქს რიჟიკოვია, თუმცა მათ როგორც თავად ამბობენ, მხოლოდ ცეკვა აკავშირებთ ერთმანეთთან.

გიორგის გვერდით კი ძალიან ბევრი ლამაზი გოგონაა. ცოტა ხნის წინ მეგობარ გოგონებთან ერთად გიორგი ეგვიპტეშიც ისვენებდა.

გიორგის ''ფეისბუქიდან'' აშკარა ხდება, რომ სალომე ენატრება. სალომეს ნაჩუქარ ძაღლთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ისინი მისი
ცხოვრების ორი საყვარელი ქალი იყვნენ.

მაშინ ბევრს გაუჩნდა ეჭვი, რომ წყვილი რიგდებოდა, თან ინტერვიუებში გიორგი ვარდოსანიძე ხშირად აღნიშნავს, რომ მასა და სალომეს შორის ყველაფერი არ დამთავრებულა.

თუმცა გოგონებთან ერთად გართობაზე როგორც ჩანს, ის კვლავ არ ამბობს უარს.

რამდენიმე საათის წინ გიორგის ნინი ონიანთან ერთად გადაღებული ფოტოები გავრცელდა სოციალურ ქსელში. ნინი ონიანი სერიალ ''ქალთა სახეების'' მსახიობია. ნინი არ ერიდება თავისი ლამაზი სხეულის ეკრანზე გამოჩენას და თამამად შიშვლდება სერიალში.

გიორგის და ნინის ფოტოები პიკნიკზე აქვთ გადაღებული. აშკარაა, ნინის გიორგის მსგავსად მოტოციკლის მართვა უყვარს. საკუთარ ''ფეისბუქზე'' ატვირთულ ვიდეოზე ნინი მოტოციკლზეა მოკალათებული და მის მართვას მონდომებით ცდილობს.

სალომე დადიანი

ბეჭდვა