21 აპრილი, 2015
განო მელითაური საგანგებო განცხადებას ავრცელებს - ''ძალიან უხერხულ მდგომარეობაში მაყენებთ...''
თუ ოდნავ მაინც გული შეგტკივათ ჩემს სიტუაციაზე განო მელითაური საგანგებო განცხადებას ავრცელებს. მოგეხსებათ, კოტე თოლორდავას გარდაცვალების შემდეგ მათი პრობლემების შესახებ ბევრი იწერება სოციალურ ქსელში:

''მართლა უკანასკნელ ძალებს ვიკრებ, რომ ეს სიტყვები თქვენამდე მოვიტანო. გამიხარდება თუ ბოლომდე წაიკითხავთ და პოზაში არ ჩამომართმევთ.

ჩემი და კოტეს არაჩვეულებრივი მეგობრების, კეთილი სურვილების და ინიციატივების შედეგად მომივიდა ხმები, რომ აქ გავრცელდა ჩემი ანგარიშის ნომერი. დილიდან მომდის სმს-ები - თქვენ ჩაგერიცხათ ნ - თანხა.

თუ ოდნავ მაინც გული შეგტკივათ ჩემს სიტუაციაზე,
ფიზიკურ პირებს გეხებათ განსაკუთრებით, გთხოვთ, შეწყვიტოთ თანხების გადმორიცხვა, რადგან ძალიან უხერხულ მდგომარეობაში მაყენებთ.

გასაგებია, ჩვენი ფინანსური პრობლემები, ბინის სესხი და ასე შემდეგ, მაგრამ თქვენ, ჩემო მეგობრებო, უცნობებო, ნაცნობებო, საერთოდ არ ხართ ვალდებულები თუნდაც ის 5 ლარი მოიკლოთ.

მართლა მთელი არსებით ვაფასებ თქვენს თანადგომას, გაღებას და გულისტკივილს. თუმცა იგივე თანხები სხვა ჩემზე გაჭირვებულ თუნდაც ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვებს შეგვიძლია გადავურიცხოთ.

მე მართლა მაქვს იმედი, რომ გამოჩნდებიან კომპანიები, განსაკუთრებით ბანკი, რომლის სესხიც მაქვს ამჟამად, ისინი თითოეულ თქვენთაგანზე მეტად არიან ფინანსურად მყარად და შეუძლიათ ჩემი ამ საშინელი მდგომარეობიდან გამოყვანა.

უღრმესი მადლობა მამუკა ხაზარაძეს, რომელმაც პირველმა გამოიჩინა ინიციატივა და ამხელა თანადგომა გამომიცხადა. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, მან ჩემი პირველი ფილმის პროექტიც დააფინანსა.

უღრმესი მადლობა ბატონ დავით ნარმანიას და თბილისის მერიას, ასევე კულტურის სამინისტროს. მიყვარხართ ყველა და ძალიან დიდი ბოდიში, რომ ამ აურაცხელ წერილებს ვერ ვპასუხობ.

არ განვეკუთვნებით არც მე და არც კოტე იმ ადამიანების რიცხვს ვისაც ხალხის ამხელა სიყვარული გააღიზიანებს ამ საშინელ წუთებშიც კი.

მინდა იცოდეთ, რომ მე ვიგრძენი თოთოეული თქვენგანის თანამონაწილეობა, გულწრფელობა და დადებითი ემოცია, რომელიც მე ვერ გადამარჩენს, მაგრამ გადამაგორებინებს იმ აუტანელ პერიოდს, სანამ უზენაესი გადაწყვეტს კოტეს სამუდამოდ შემახვედროს...'' - წერს განო.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 18 /
ganos
Eseti ded-მამის shvilebits eseti kargebi DA sazogadoebიs girseuli tsevrebi iknebian,gvimravlos!gamagrdit,shen Ara Marto ojaxs chven kvelas gvchirdebi ROM gvastsavlo lamazi glova,didsulovneba DA kotes saxelis pativistsema.
22:52 / 22-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ნატატო
განო შენ რომ ძალიან კარგი ხარ ეს ყველამ ვიცით.ესეთი წმინდა რომ არ ყოფილიყავი კოტეს გვერდით ვერ მოხვდებოდი.ნუ გერიდება იმ ხალხის ვინც გვერდით დაგიდგება, დაე შენი კარიერული წინსვლით, შემდგომში იმათ დაეხმარე ვინც შენს დგევანდელ გვერდით ყოფნას ვერ აფასებს.
15:52 / 22-04-2015
გამოხმაურება / 0 /
რუსკა
გული მეტკინა ძალიან,ღმერთი შეგეწიოთ.
14:56 / 22-04-2015
გამოხმაურება / 0 /
სამაგალითო
დაე,ეს სულით მდიდარი და ვაჟკაცი გოგო იყოს მაგალითი ზოგიერთი თაღლითებისა რომელთაც დაეხმრნენ და ბანძებოოო გაგვლანძღა.უფალო მიეცი კრისტალივით სუფთა განოს გამძლეობა, დიდი სიკეთე და წარმატება...ამინ
12:07 / 22-04-2015
გამოხმაურება / 0 /
მანჩო
ვიზიარებ, ადამიანი არ მეგულება ვისაც გული არ ეტკინა, ტქვენ მხნეობას და სიდზლიერეს გისურვებტ, კოტეს სული კი უფალმა ნათელში ამყოფოს და ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს.
11:52 / 22-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS