15 აპრილი, 2015
''გამოეთრიეთ! სად არის თქვენი თანაგრძნობის ,,მილიონიანი მარში''?'' - კოკო როინიშვილი აღშფოთებულია

სირცხვილი მთელ მსოფლიოს ასე დაცემისთვის

მსოფლიო შეძრა ასირიელი ბავშვების გაუგონარი სისასტიკით დახოცვამ და კენიაში ასზე მეტი სტუდენტის მოკვლის ამბავმა.

მსოფლიო ლიდერებს კი ამ საკითხზე ისეთივე მწვავე რეაქცია არ აქვთ, როგორც საფრანგეთში ''შარლი ებდოს'' თანამშრომლების დახოცვას მოჰყვა. ბევრი ითხოვს რადიკალ ექსტრემისტებს მსოფლიომ საკადრისი პასუხი გასცეს. მათ ქართველი ხელოვანებიც უერთდებიან. მსახიობი კოკო როინიშვლის აზრით ამ შემთხვევაში დუმილი დანაშაულის ტოლფასია.

''ჟესუს შარლი ებდო! გამოეთრიეთ! სად არის თქვენი თანაგრძნობის ,,მილიონიანი მარში''? რატომ არ ყვირით? ქავერად რატომ არ აყენებთ ამ ბავშვის
თვალებს? იცით რატომ? ტრ...ში პეროიანი შარლები ხართ და იმიტომ?

ათეიზმი (არც ერთ ათეისტს შეურაცყოფას არ ვაყენებ) კაი ტიპობა რომ გგონიათ და ღმერთის გინება სიტყვის თავისუფლება!თქვენ თვითონაც იცით ვინც ხართ, მე არ გეტყვით... ჩემი სიტყვის თავისუფლება თქვენი გინებით იზღუდება...''''

იმაზე აზრს იზიარებს პოეტი დავით დეფი :

სირცხვილი მთელ მსოფლიოს კენიაში გაჟლეტილი ასზე მეტი სტუდენტის ამბავზე, ასეთი ყალბი და ამაზრზენი სიჩუმისთვის. სირცხვილი მთელ მსოფლიოს უამრავი გაჟლეტილი და თავებდაჭრილი, ასირიელი ქრისტიანი თოთო ბავშვის ამბავზე, ასეთივე ყალბი და ამაზრზენი სიჩუმისთვის. სირცხვილი მთელ მსოფლიოს ასე დაცემისთვის. ასე დაცემა დანაშაულია'', -  წერს პოეტი ''ფეისბუქზე''.

მსახიობი მამუკა ლომაშვილი:

''ძალიან მიხარია ფაცე აქტიურობა ქრისტიანი სირიელების თემაზე... იქნება ჩვენმა სახელმწიფომ და სხვა მართმადიდებლურმაც კატეგორიულად დააყენოს ეს საკითხი ... ამაზე საშინელება რაღა უნდა იყოს?''

სალომე დადიანი

 

ბეჭდვა