09 აპრილი, 2015
თამრიკო ჭოხონელიძე ფეხმძიმე მარიამის უსიამოვნო ისტორიას იხსენებს - ''ეს დარღვევა იყო და... დააჯარიმეს!''
ადამიანი იყო პირველ რიგში და მერე ყველაფერი სხვა თამრიკო ჭოხონელიძე ''ფეისბუქზე'' პატრიარქის საგალობელის ჩაწერის ისტორიას იხსენებს, რომელიც მის ქალიშვილს გადახდა:
დღეს ტაძარში ერთმა ქალბატონმა გამაჩერა და ეს ისტორია მომიყვა:

''არ მომეცა საშუალება, ვერ მოვასწარი მამასთვის მეთქვა და ნება მომეცით, თქვენ გითხრათ მადლობა - ეს ადამიანი ყველას გვილამაზებდა ცხოვრებასო: - ერთხელ, როცა 7 თვის ორსული ვიყავი მასთან გამოცდა მქონდა, საშინლად ვნერვიულობდი... გამოცდა დაიწყო და პირველი ჩემი შესვლა მოითხოვა - შიშით შევბედე - რატომ მე-მეთქი? როგორ შეიძლება შენი
ნერვიულობა? - შენ ხომ ჯანსაღი ქართველი უნდა გააჩინო?! - მომეცი ჩათვლის წიგნაკიო და მაშინვე დიდად მოხაზა ხუთიანი...''

ვიცი, მისი ეს ქმედება ბევრ მის სტუდენტს გაახსენდება! - მე ასეთი მამა მყავდა. ადამიანი იყო პირველ რიგში და მერე ყველაფერი სხვა!

ამას იცით რატომ ვწერ? -Mმარიამი 5 წლის წინ პატრიარქის საგალობელს წერდა სტუდიაში საპატრიარქოს გუნდთან ერთად. 8 თვის ორსული იყო... კონსერვატორიაში 5 საათზე გამოცდა ჰქონდა, ღელავდა, არ დაგვიანებოდა - (ძნელია უწმინდესის ღალატი, არა?) როცა სულ რაღაც 10 წუთით შეიძლებოდა დაეგვიანა გამოცდაზე...

დარეკა დეკანატში, აუხსნა მდგომარეობა... ზუსტად 5 წუთი დააგვიანდა… არ შეუსვეს გამოცდაზე! ჩაუშვეს რექტორატთან, რომელმაც აუხსნა, რომ ეს დარღვევა იყო და....Dდააჯარიმეს!

დანარჩენი ხომ ყველაფერი წესისამებრ სრულდებოდა ქვეყანაში?! - თანაც ეს წესი აღსრულდა იმ კონსერვატორიაში, სადაც მარიამის ბაბუ ღირსეულად, ასე ადამიანურად მოგვაწეობდა! ასე ელოლიავებოდა და უფრთხილდებოდა უმშვენიერეს არსებას - ფეხმძიმე ქალს, რომელსაც ახალი სიცოცხლე უნდა მოევლინა ქვეყნისთვის! ამიტომ გაგიზიარეთ ჩემი გულისტკივილი... იქნებ, არც უნდა მომეყოლა, რა ვიცი...

უკვე მეშინია ისეთი თავდასხმების, რომელსაც უკვე სამწუხაროდ მივეჩვიეთ და მას არაადამიანობა ქვია! ძალიან მტკივა მამა...'', - წერს თამრიკო.

სალომე დადიანი

ბეჭდვა