09 აპრილი, 2015
თამრიკო ჭოხონელიძე ფეხმძიმე მარიამის უსიამოვნო ისტორიას იხსენებს - ''ეს დარღვევა იყო და... დააჯარიმეს!''
ადამიანი იყო პირველ რიგში და მერე ყველაფერი სხვა თამრიკო ჭოხონელიძე ''ფეისბუქზე'' პატრიარქის საგალობელის ჩაწერის ისტორიას იხსენებს, რომელიც მის ქალიშვილს გადახდა:
დღეს ტაძარში ერთმა ქალბატონმა გამაჩერა და ეს ისტორია მომიყვა:

''არ მომეცა საშუალება, ვერ მოვასწარი მამასთვის მეთქვა და ნება მომეცით, თქვენ გითხრათ მადლობა - ეს ადამიანი ყველას გვილამაზებდა ცხოვრებასო: - ერთხელ, როცა 7 თვის ორსული ვიყავი მასთან გამოცდა მქონდა, საშინლად ვნერვიულობდი... გამოცდა დაიწყო და პირველი ჩემი შესვლა მოითხოვა - შიშით შევბედე - რატომ მე-მეთქი? როგორ შეიძლება შენი
ნერვიულობა? - შენ ხომ ჯანსაღი ქართველი უნდა გააჩინო?! - მომეცი ჩათვლის წიგნაკიო და მაშინვე დიდად მოხაზა ხუთიანი...''

ვიცი, მისი ეს ქმედება ბევრ მის სტუდენტს გაახსენდება! - მე ასეთი მამა მყავდა. ადამიანი იყო პირველ რიგში და მერე ყველაფერი სხვა!

ამას იცით რატომ ვწერ? -Mმარიამი 5 წლის წინ პატრიარქის საგალობელს წერდა სტუდიაში საპატრიარქოს გუნდთან ერთად. 8 თვის ორსული იყო... კონსერვატორიაში 5 საათზე გამოცდა ჰქონდა, ღელავდა, არ დაგვიანებოდა - (ძნელია უწმინდესის ღალატი, არა?) როცა სულ რაღაც 10 წუთით შეიძლებოდა დაეგვიანა გამოცდაზე...

დარეკა დეკანატში, აუხსნა მდგომარეობა... ზუსტად 5 წუთი დააგვიანდა… არ შეუსვეს გამოცდაზე! ჩაუშვეს რექტორატთან, რომელმაც აუხსნა, რომ ეს დარღვევა იყო და....Dდააჯარიმეს!

დანარჩენი ხომ ყველაფერი წესისამებრ სრულდებოდა ქვეყანაში?! - თანაც ეს წესი აღსრულდა იმ კონსერვატორიაში, სადაც მარიამის ბაბუ ღირსეულად, ასე ადამიანურად მოგვაწეობდა! ასე ელოლიავებოდა და უფრთხილდებოდა უმშვენიერეს არსებას - ფეხმძიმე ქალს, რომელსაც ახალი სიცოცხლე უნდა მოევლინა ქვეყნისთვის! ამიტომ გაგიზიარეთ ჩემი გულისტკივილი... იქნებ, არც უნდა მომეყოლა, რა ვიცი...

უკვე მეშინია ისეთი თავდასხმების, რომელსაც უკვე სამწუხაროდ მივეჩვიეთ და მას არაადამიანობა ქვია! ძალიან მტკივა მამა...'', - წერს თამრიკო.

სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 18 /
ლელა დ.
ადამიანმა რაც ისაუბრა, პირველ რიგში ეხებოდა უწმინდესს, ვის გამოც ბოლომდე დაიხარჯა მარიამი და დარწმუნებული ვარ, იყო უბედნიერესი ამ დროს.. მერე მიდის გამოცდაზე ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და აჯარიმებენ.. თამრიკო თანხას კი არ ეტირება, ამ ამბისადმი მიდგომაა არასწორი..
11:54 / 15-04-2015
გამოხმაურება / 0 /
choxonelidzes
Gvaxsovxar tamriko gvaxsovxar,zogjer zedmetadats gvaxseneb tavs.chventan gvikvars chveni shvilebi sxvatashoris.
20:47 / 12-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ლალოს, მერის,თამარს და სხვა შეუგნებელთ
ამ სტატიით ამ ადამინს უნდოდა იმის თქმა, რომ არის წესები რასაც შეილება გადაუხვია, ერთხელ ჩემმა ლექტორმა იხუმრა სინამდვილენარევად, თქვენ ოღონდაც დაოჯახდით და ბავშვი გააჩინეთ და ქულას არ დაგამადლოთო, არის წესები და არის მორალური პრინციპები და დასაშვებია ზოგჯერ ამ წესებიდან გადახვევა, ამ ადამინმა თავის მაგალიტზე მოყვა, და ეს ნიშნავდა არა იმას, რომ ცნობილი ოჯახი ყავს(ეს ყველამ ვიცით), არამედ იმას, ადამინები უნდა ვიყოთ უფრო ჰუმანურები, გინდ ცნობილი და გინდ არაცნობილი ადამინების მიმართ, და თუ თქვენ ახლობლებსაც შეეთხვათ უსამართლობა, რატო არ იღებთ ხმას, იმიტომ რომ ძნეად მოგისმენენ, ეს ადამინი თქვენს მაგივრად ლაპარაკობს და კიდე ბინძურ ქვეკონტექსტს უდებთ, ან რატო აბინძურებთ ასე კეთილი გულით ნათქვამს, რატო იგებთ უკუღმა(სულაც არ ვარ ცნობილი), მაგრამ მე მივიღე ეს ამბავი ჩემს თავზე, ვეთანხმები ქალბატონს და კარგი იქნება ლექტორები თუ გაითვალისწინებენ... ხალხნო კარგი უნდა ეძებოთ ადამინში, რატო ეძებთ ცუდს, და კარგიც რატომ ცდილობთ გააცუდოთ თქვენი სიტყვებით. ხო შეილებოდა კეთილი მხრიდან გაგეგოთ.
11:03 / 11-04-2015
გამოხმაურება / 0 /
რუსუადან
როდესაც ქალბატონი თამრიკოს სტატიებს ვკითხულობ,ძალიან მსიამოვნებს და იცით რატომ?ყურადღებას მიგვაპყრობინებს ფასეულზე,ღირებლებებზე,იმაზე, რაც,დღესდღეობით,გაუფასურებულია.ღირსეული საქციელით დღეს ბევრი ვერ დაიტრაბახებს.ამიტომ აღიზიანებთ მისი პუბლიკაციები. არადა უფრო ხშირად და უფრო მეტი რომ დაწერდეს მსგავს თემებზე, ძალიან სასიამოვნო იქნებოდა პატრულთან მებრძოლი ახალგაზრდის სინდრომით დაავადებულთათვის.
17:18 / 10-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
რა გჩირთ ხალხო საიდან გაქვთ ამდენი ბოღმა და სიბოროტე რამ დაგაგიჟათ. რამნიშვნელობააქვს ამ ისტორიას ვინ მოყვება. ცნობადი პირი თუ არაცნობადი. ან არსებობს ორსულ ქალზე ლამაზი რამ ამ ქვეყნად. ან შეიძლება რომ 5 წუთის გულისთვის დააჯარიმო ადამიანი იმის გამო რომ პატრიარქის გვერდით იყო? ან რა ლაპარაკია ქალბატონი თამრიკოს მიმართ. მე პირადად არასდროს გამიგია და მინახავს რამე ამპარტავნული ამ ქალში.და სანამ ძეგლების დადგმებზე ილაპარაკებთ მანამდე ისწავლეთ ელემენტარული ზრდილობა.
10:33 / 10-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS