06 აპრილი, 2015
წამყვანებში ცვლილებაა - რომელ ცნობილ მამაკაცთან ერთად წაიყვანს ''X ფაქტორს'' რუსკა მაყაშვილი
დღეს ''რუსთავი 2''-ის ეთერში '' X ფაქტორის'' პირველ გადაცემას ვიხილავთ. პროექტის ხელმძღვანელების თქმით, წინ ბევრი საინტერესო ნომერი გველოდება.

როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, წამყვანებში ცვლილებაა. შოუს ანონსებიდან ჩანს, ქასთინგებზე წამყვანები აჩიკო სოლოღაშვილი და ია სუხიტაშვილი იყვნენ, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით წამყვანები შეიცვალნენ, შოუს რუსკა მაყაშვილი და გიორგი ყიფშიძე წაიყვანენ.

ამის დასადასტურებლად ცოტა ხნის წინ რუსკა მაყაშვილმა სოციალურ ქსელში კონკურსზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

სალომე დადიანი
ბეჭდვა