03 აპრილი, 2015
ლიზა ბაგრატიონის შეყვარებული ფილმარმონიის ადმინისტრაციას უპირისპირდება: ''ნუთუ ასე ძვირი ღირს უნიტაზის და შხაპის მიწესრიგება''
მივხდი, რომ ამხელა თანხის სანაცვლოდ, ელემენტარული პირობები არ უნდა გვქონდეს სანატრელი ალტისტი გიორგი ცაგარელი, რომელიც ფართო საზოგადოებამ მას შემდეგ გაიგო, რაც ცნობილი გახდა, რომ ლიზა ბაგრატიონი უყვარს, ფილარმონიის ადმინისტრაციას ''ფეისბუქის'' საშუალებით მიმართავს. მისი თქმით ქვეყნის მთავარ საკონცერტო დარბაზში მუსიკოსებისთვის სამუშაო პირობები არაა შექმნილი. 

''თბილისის საკონცერტო დარბაზის ადმინისტრაცია! გვეცით პატივი! ასეთი დიდ თანხის სანაცვლოდ ელემენტარული პირობები მაინც შეგვიქმენით! 2007 წლიდან ხშირად მიწევს სხვადასხვა კონცერტებზე დაკვრა თბილისის საკონცერტო დარბაზში (ე.წ. ფილარმონიაში).

2014 წლის სექტემბრიდან მოყოლებული რვა კონცერტზე
მომიწია დაკვრა, შესაბამისად რვაჯერ მქონდა სცენის სართულზე გამოყოფილი საარტისტო ოთახი, სადაც მთელი დღის განავლობაში მიწევს რეპეტიციიდან კონცერტამდე ყოფნა. ლოგიკურია, რომ მთელი დღის გაოფლიანებულს (ბოდიში, დაკვრისას ასე ხდება) მჭირდება შხაპის მიღება, თავის მოწესრიგება და ტუალეტით სარგებლობა.

აი დირიჟორს, ორკესტრის წევრებს კი ფაქტიურად დილიდან ღამემდე დასვენების გარეშე უხდებათ რეპეტიციების ჩატარება, რადგან დარბაზის იჯარა 14 000 ლარი ( განათების და ხმის რეჟისიორების გარდა) ჯდება და მთავარი რეპეტიციაც და კონცერტიც ერთი და იგივე დღესაა.

ანუ მე და სხვა სოლისტებს თუ გაგვიმართლა, ჩვენი ნაწარმოებები რეპეტიციაზე გავიარეთ ისეთ დროს, რომ მერე კონცერტამდე სახლში გავარდეთ, მოვწესრიგდეთ და უკან მოვბრუნდეთ - "ბედნიერები" ვართ. აი, ორკესტრის მუსიკოსებს, ბენდს, დირიჟორს და ა.შ. ამის დრო არ აქვთ.

ბევრჯერ მოვითმინე და მივხდი, რომ ამხელა თანხის სანაცვლოდ, ელემენტარული პირობები არ უნდა გვქონდეს სანატრელი! ახლოვდება 23 და 24 აპრილის კინო მუსიკის კონცერტები და ისევ ასეთ სტრესში მოგვიწევს ყოფნა... ეს ყველაფერი ძალიან გულდასაწყვეტია... ნუთუ ასე ძვირი ღირს უნიტაზის და შხაპის მიწესრიგება?''

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 20 /
ნია
უმრავლესობამ კითხვა და წაკითხულიდან აზრის გამოტანა არ იცის! ვინ გეკითხებათ ვინმეს,ვის ვინ უყვარს? თუ რამის თქმა გინდათ ,ისაუბრეთ სტატიაში მოხსენიებულ პრობლემაზე,თუ არადა ჩაიგდეთ ენები და სხვის ცხოვრება ნუ განიხილავთ! არ წაიღო ტვინი ამათმა მორალის კითხვამ? შენ თუ არ მოგწონს,ნუ გააკეთებ და ისე ვინ ხარ სხვებს რაღაცეებს რომ უწესებ?
16:32 / 08-04-2015
გამოხმაურება / 0 /
პატარა და მუშა
ბიჭბუჭები ნაყვარება თურმე....
00:16 / 08-04-2015
გამოხმაურება / 0 /
m-99
ხალხო თქვენ ხომ არ გამოშტერდით რა შუაშია აქ ლიზა და კაცები. ადამიანი სხვა თემაზე წერს თქვენ კიდევ რეებს მიედ მოედებით.
12:08 / 06-04-2015
გამოხმაურება / 0 /
nini-s
გეთანხმებით სრულად. რა უნდათ ამ ხალხს ვერ გამიგია,ზოგს ერთხელ შეუყვარდება,ზოგს რამდენჯერმე,ზოგს საერთოდ არავინ, რა ვქნათ?" ვის შევჩივლოთ? რუსთაველი მკვდარია".
13:23 / 05-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინი
ფრთიანო ანგელოზებო გაცისკროვნებული მოსაზრებები თქვენს თავს მოახმაარეთ და ინატრეთ ლიზას და გიორგის ნიჭის მეათედი მაინც მოგმადლოთ ღმერთმა..."ძაან ჭკვიანებო"
12:40 / 05-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS