02 აპრილი, 2015
თიკა ჯამბურია ყოფილ ქმართან შერიგებას არ გამორიცხავს
ჯერ მართლა არ ვიცი რა იქნება
მომღერალმა თიკა ჯამბურიამ ''ნანუკას შოუში'' ყოფილ მეუღლესთან ამჟამინდელ ურთიერთობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, დაშორების შემდეგ მასა და ბექა ხოფერიას ერთმანეთთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. მერე წყენამ გაიარა და ახლა მეგობრობენ, რაც ბევრს უკვირს და იმის განცდა ეუფლებათ, რომ ბოლოს ერთად იქნებიან. თავად თიკასაც აქვს ხოლმე ასეთი განცდა.

''მე და ბექამ ყველანაირი სიყვარული გამოვცადეთ, ბიჭისა და გოგოს სიყვარული, და-ძმური, მეგობრული, ახლა ვხუმრობთ ხოლმე, ბოლოს მაინც ერთად ვიქნებითო. ჯერ მართლა არ ვიცი რა იქნება,
ბექას წინ ძალიან ბევრი საქმე აქვს. უბრალოდ არაფერს გამოვრიცხავ'' - ამბობს მომღერალი.

ბექა ხოფერია უკვე რამდენიმე თვეა, მოსკოვში სასწავლებლადაა წასული.

სალომე დადიანი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ტამარი
ხოდა ცჰემო ტიკა ტუ არაპერს გამორიცხავ, სერიგდიტ, რაც ნაკლები ოჯახი დაინგრევა კვეკნისტვისაც კარგია და ბავსვისტვისაც. გისურვებტ ცარმატებებს.
01:38 / 04-04-2015
გამოხმაურება / 0 /
მოსკოვშI რა ჩემს ფეხებს სწავლობს , დამპალმა დედა მ გააგზავნა კგბ-შნიკობის სასწავლად თუ ქურდად უნდა დაჯდეს და იქაურებს ხვდება
20:20 / 03-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ნათია
წარმატებები, ასე იოლად არ უნდა ინგრეოდეს ოჯახები. სულის სიწრფელეს არაფერი ჯობს...
11:17 / 03-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS