31 მარტი, 2015
თაკო გაჩეჩილაძე გაბრაზებულია - ''მესამე საერთოდ ცოლობას მთხოვს და თურმე რა ყ..ა...''
სტატუსს თაკო გაჩეჩილაძის ბევრი მეგობარი გამოეხმაურა
მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს. 

''მოკლედ, მყავს  მე თითზე ჩამოსათვლელი მეგობრები, რომლებიც მართლა მეგობრობას მიწევენ და ვიცი ზუსტად, რომ ვუყვარვარ მათ, მაგრამ ის ადამიანები, ვინც ყოველდღე მხვდებიან, პირში მიცინიან, ჩემთან ერთად გულაობენ, სიყვარულებს მიხსნიან, უფრო მეტიც, ცოლობასაც მთხოვენ, ჩემთან ერთად მღერიან, რომ ჰკითხო, ჩემზე გიჟდებიან, მეჩატავებიან ვაიბერში, ზოგი ვერც იკავებს თავს და შურს და სიძულვილი სახეზე აკერია...

მინდა, იცოდეთ, რომ იმიტომ არაფერს არ ვიმჩნევ და
გიღიმით ყოველდღე და გესალმებით, ვიცი ყველაფერი, რასაც ზურგს უკან ლაპარაკობთ ჩემზე. სიამოვნებით დაგთაგავდით სამივეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისედაც მიხვდებით, რომ თქვენზეა და მიიღებთ თქვენ თავზე ამ პოსტს. თან მარტო გოგოები არ ხარ. პორი მდედრი და ერთი ყ... ბიჭუკელა''.

სტატუსს თაკო გაჩეჩილაძის ბევრი მეგობარი გამოეხმაურა. ზოგი ეუბნებოდა, მსგავსი მეგობარი ბევრი გეყოლება და მაგაზე არ იდარდოო.

''ძალიან, ძალიან ბევრი მყავს და ყველას სახელი ვიცი, მაგრამ ახლა რაც გავიგე, ეს ახალი ამბავია, თან პირში რო მიღიმის და ვითომ გიჟდება ჩემზე. მეორე ვერც მიღიმის, ბოღმას ვერ მალავს და მგონი გასკდება ბოლოს.  ისედაც გასკდება წონის გამოც. მესამე საერთოდ ცოლობას მთხოვს და თურმე რა ყ..ა'', - წერს თაკო.

სალომე დადიანი
ბეჭდვა