30 მარტი, 2015
როგორ მზადდება ''არაბიძის დაბეგვილი'' – რეცეპტი ნიკა არაბიძისგან
კარტოფილსა და ხორცს ვწვავ სწრაფად რეიტინგში რამდენიმე წლის ერთი საინტერესო რუბრიკა გვქონდა, სადაც ცნობილი ადამიანები თავიანთ საყვარელ კერძებზე და მისი მომზადების რეცეპტებზე გვესაუბრებოდნენ. ამჯერად ნიკა არაბიძის რეცეპტს წარმოგიდგენთ.

- ''არაბიძის დაბეგვილის'' მოსამზადებლად დაგჭირდებათ ღორის ხორცი, სულგუნი, ორი კვერცხი, საფანელი, ლიმონი და რეჰანი. პირველ რიგში, ენერგიულად დაბეგვავთ ხორცს და დაჭრით გრძელ ნაჭრებად, მერე დაწურავთ ლიმონს და დააფენთ ხორცისვე ზომის სულგუნის ნაჭრებს. მერე დააპუტავთ რეჰანს და დააალაგებთ სულგუნზე. ბოლოს გადავახვევთ ყველაფერს ერთად და ხის ჩხირით დააამაგრებთ. შემდეგ ზეთში
შეწვავთ. გასაფორმებლად დაგჭირდებათ სალათის ფურცლები, რომელზეც ლამაზად დააწყობთ შემწვარ ''არაბიძის დაბეგვილებს'', აგრეთვე გასაფორმებლად ზემოდან შეგიძლიათ დაადოთ კიტრის კანისგან გაკეთებული ყვავილი.

- კიდევ რას აკეთებ ასე სწრაფად და ხარისხიანად?
- კარტოფილსა და ხორცს ვწვავ სწრაფად. ჩაისაც ვადუღებ, ყავის მოდუღება ცოტა მიჭირს. მთლად პროფესიონალურად არ გამომდის. კულინარიასთან დაკავშირებით ერთი კარგი ამბავი გამახსენდა. გასული საუკუნის 90-იან წლებში სოჭში ვიყავით ძმაკაცები, ძალიან მოგვშივდა და კაფეში შევედით. მიმტანმა მირჩია, ''ჟულიენი'' ჭამეო, არ ვიცოდი, რა იყო ეს ''ჟულიენი'' და დავთანხმდი. მომიტანეს სამარილეში ჩასხმული რაღაც საწებელი, რომელიც კუჭამდეც არ ჩავიდა. 10 დოლარი კი გადავიხადე ამ საწებელში, მის მერე ''ჟულიენის'' ხსენებაზე ტანში მბურძგლავს...

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS