27 მარტი, 2015
ბადრიჯანის მსუბუქი სალათა ლელა მებურიშვილის რეცეპტით
რეიტინგში რამდენიმე წლის ერთი საინტერესო რუბრიკა გვქონდა, სადაც ცნობილი ადამიანები თავიანთ საყვარელ კერძებზე და მისი მომზადების რეცეპტებზე გვესაუბრებოდნენ.

მაშინ ლელა მებურიშვილი ამბობდა, რომ ჭამა არ უყვარს და ხანდახან იმაზეც უფიქრია, რომ 

ნეტა დასანაყრებელი აბები იყიდებოდეს. არ უყვარს მწვადი და ხინკალი. ''არ ვარ ადამიანი,

რომელიც ჩებურეკსა და ოსტრს შეჭამს'' - ამბობს ლელა. 

არ მოსწონს კერძების სახელებიც, მაგალითად, ჩიხირთმა, ბოზბაში, ყაურმა. უყვარს სალათები,

ტკბილეული, ხილი, ნაყინი, კანფეტები, შოკოლადი. 

ამჯერად თავისი საყვარელი სალათის რეცეპტი გაგვიმხილა. 

ლელა:

- პირველ რიგში, დაბალ ცეცხლზე ზეთში მოთუშავთ წვრილად დაჭრილ ხახვს, დაუმატებთ გახეხილ სტაფილოს და გააგრძელებთ თუშვას,
მერე დაუმატებთ ძალიან წვრილად დაჭრილ ბადრიჯანს და ეს უკანასკნელი რომ დაიბრაწება, გამორთავთ ცეცხლს.

ცალკე მოხარშავთ ბრინჯს და ცივ წყალს გადაავლებთ. მოათავსებთ თასში და დაუმატებთ მოთუშულ ბოსტნეულს.

ბოლოს შეაზავებთ მარილით, პილპილითა და სუნელებით (უცხო სუნელი და ქინძი უხდება), ძალიან გემრიელი, მსუბუქი და სასარგებლო კერძია. უპუროდაც შეგიძლიათ მიირთვათ.

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 11 /
ნინო
ნეტავ რამდენი კალორია ექნება ამ კერძს?
17:13 / 31-08-2016
გამოხმაურება / 0 /
ნათია
რა იყო ხალხო,რა გაცოფებულები ხართ? თუ არ უყვარს ადამიანს ხინკალი და მწვადი ცეცხლზე დავწვათ? ძალიანაც უხდებოდა კატოს როლი მე თუ მკითხავთ და საერთოდ ძალიან მოწესრიგებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. ბადრიჯანს რაც შეეხება ნამდვილად გემრიელია.
18:13 / 02-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ვიოლა
აუუ, კარგი ეხლა ნუ გამომიხვედი ეხლა არისტოკრატკა, იმდენი შენ რა გითხარი რაც არ გიჭამია ან ხინკალი ან ქაბაბი ან მწვადი, ნუ მსახიობობ ცხოვრებაში, ჯობია სცენაზე და კინოში იმსახიობო როგორც საჭიროა. ძალიამ მაღიზიანებს ეს გოგო რაა.
19:18 / 13-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანა
რა უნიჭოა ეს ქალი რაა.
15:26 / 18-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ეკატერინე
ლელა კარგი გოგო ხარ მაგრამ ეს კატოს როლი არ გამოგდის არაფრით,საერთოდ არ ზის შენში არც ხასიათი არც ტიპაჟი .ძველი კატო ნამდვილი კატო იყო.. არ მიწყენ იმედია გულწრფელობისთვის
11:17 / 01-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS