25 მარტი, 2015
მანიკა ასათიანი პროექტის დატოვების შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს: ''ყველაფერი წარმავალია, გარდა სიყვარულისა..''
არ მეგონა, ესე მალე თუ დადგებოდა ეს დღე ''ორი ვარსკვლავის'' მორიგი ტური მანიკა ასათიანისა და ნიკა ლაზარიაშვილის წყვილმა დატოვა. მათთან ერთად აუტსაიდერებში იდგნენ პეჩო და მაგდა ვასაძე , რომლებმაც მაყურებელი და ჟიური აფრიკული სიმღერით მოხიბლეს.

პეჩოსა და მაგდას ნამღერით როგორც ჩანს, თავად მონაწილეებიც აღფრთოვანებულები დარჩნენ და ფიქრობდნენ, რომ ამ წყვილმა პროექტი არ უნდა დატოვოს. თავად მანიკაც კი თავის გულშემატკივრებს სცენიდან ეუბნებოდა, რომ არ დაემესიჯებინათ.

მანიკამ დღეს ''ფეისბუქზე'' შემდეგი შინაარსის სტატუსი დაწერა:

''არც კი ვიცი საიდან დავიწყო ... გუშინდელ
შედეგზე  ბევრჯერ მიფიქრია, მართალია, არ მეგონა, ესე მალე თუ დადგებოდა ეს დღე, თუმცა არ ვდარდობ, რადგან ამაყი ვარ და ვთვლი, რომ ძალიან ღირსეულად დავტოვე პროექტი.

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროექტზე მუშაობს. ერთ-ერთ ბედნიერ დროდ დარჩება ჩემ ცხოვრებაში ეს დღეები, თუ თვები, რაც ამ პროექტში გავატარე.

ყველაფერი წარმავალია, გარდა სიყვარულისა და ურთიერთობისა ადამიანებთან. მე ვარ ბედნიერი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი და მეგობარი შევიძინე ''ორი ვარსკვლავის'' მეშვეობით და უდიდეს სითბოს ვგრძნობ მათგან, აღარ დავიწყებ რა თქმა უნდა, ცალ-ცალკე მათი სახელების ჩამოთვლას, რადგან ყველამ ვიცით გულში ვინ გვყავს და ვინ არა.

და ბოლოს ყველა ჩემ მეგობარს, ნათესავს, ნაცნობს თუ უცნობს, მინდა, გადავუხადო უდიდესი მადლობა გვერდში დგომისთვის , მხარდაჭერისთვის, ყველა იმ სიტყვისთვის და სიტბოსთვის, რასაც მწერენ თუ მეუბნებიან.

მთავარი არის ის, რომ მე უდიდეს სიყვარულს და სითბოს ვგრძნობ თქვენგან, რაც მაბედნიერებს, მაძლიერებს და ყოველდღიურობას მიხალისებს.

მადლობა თქვენ ამისთვის! მე თქვენ მიყვარხართ'' - წერს მანიკა. 

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS