24 მარტი, 2015
ქართველი მოცეკვავეები საუკეთესო ოცეულის მიღმა დარჩნენ - როგორ აფასებს კონკურსს გიგი გაჩეჩილაძე
კონკურსში 69 წყვილი იყო თორმეტი ქვეყნიდან 21-22 მარტს თურქეთში ლათინო ამერიკულ ცეკვებში კონკურსი Gloria World Open 2015 გაიმართა, სადაც რამდენიმე ქართველი წყვილი მონაწილეობდა. მოცეკვავეები ჯერ საქართველოში არ დაბრუნებულან, ამიტომ კომენტარისთვის გიგი გაჩეჩილაძეს დავუკავშირდით.

- ძალიან ძლიერი ტურნირია, რადგან უკვე ჰყავდათ თორმეტვარსკვლავიანი წყვილი, ეს იმას ნიშნავს, რომ ნახევარფინალი დაკავებული იყო. სამწუხაროდ საქართველოს ჯერჯერობით არ ჰყავს ვარსკვლავიანი წყვილი.

- ვარსკვლავიანი წყვილი ნიშნავს, რომ ისინი მსოფლიოს საუკეთესო მოცეკვავეების ასეულში შედიან?
- ერთი ვარსკვლავი ნიშნავს, რომ საუკეთესო ასეულში შედის და ორი
ვარსკვლავი კი ნიშნავს, რომ საუკეთესო 50-ში შედიან. ასეთი ძლიერი წყვილები კონკურსის პირველ ტურს ტოვებენ.

- საქართველოდან კონკურსში რამდენი წყვილი იღებდა მონაწილეობას?
- ჩვენი საუკეთესო ხუთი წყვილი იყო ამ ტურნირზე წასული. რატი გაჩეჩილაძე და მარიამ იაქაშვილი, სალომე ჭაჭუა და მაქს რიჟიკოვი, ანი ჯაჯანიძე და იაკობ ყუფუნია, ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარგ-ნარი და ანტონ კეშელავა და ნიკე. საკმაოდ დიდი ბრძოლა გაიმართა. 21- ე ადგილზე გავიდნენ რატი და მარიამი. მერვედფინალში გადასასვლისთვის ძალიან ცოტა დააკლდათ სალომეს და მაქსის. მათ 26-ე ადგილი დაიკავეს. ჩვენი ცეკვების ფედერაციას უკვე იმდენად კარგად აქვს საქმე, რომ რვა ძლიერი წყვილი გვყავს და ისინი შეეჯიბრებიან კავკასიის თასზე ერთმანეთს, უკვე მალე ჩატარდება საქართველოს ჩემპიონატი, სადაც ტოპ რვა წყვილში საუკეთესოს არჩევა საკმაოდ ძნელი იქნება.

- შესაძლოა, ზოგმა თქვას, რომ 21-ე ადგილი მაინცდამაინც კარგი არაა. რატი და მარიამი რამდენ წყვილს ეჯიბრებოდნენ?
- კონკურსში 69 წყვილი იყო თორმეტი ქვეყნიდან. 21-ე არაა კარგი ადგილი, მაგრამ ჩვენ დიდი ხანი არაა, რაც მსგავსი ტიპის კონკურსებში ჩავერთეთ.

- კონკურსის გამარჯვებული ვინ გახდა?
- ფრანგი წყვილი, რომელიც ახლა მსოფლიო რეიტინგით უკვე მესამე ადგილასაა.

ქეთი მელაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
ნიკა
ეს წყვილი რა შვება მსოფლიო რეიტინგის მიხედვით თუ იცის ვინმემ?თითქმის ყველა კონკურსზე იმარჯვებენ ასე მინახავს და რავი...ძალიან მაგარი წყვილია...https://www.youtube.com/watch?v=IKHg-euOCxw
23:12 / 26-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მთვარე
მე მომწონს ეს გოგონა ...მაგრამ როგორც მოცეკვავე ,რაც შეეხება პირადს ეს მისი საქმეა ...........რა ცუდია ცნობილი რომმ ხარ ყველა შენ საქმეში ერევა და ყოველგვარად გაკრიტიკებენ......სხვისი ცხოვრების განხილვა არასოდეს მიყვარდა ამაზე დიდი ამაზრზენი საქციელი არაფერია......
20:57 / 26-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანა
რატომ არ ახსენებენ ახალგაზრდების ჯგუფში მონაწილე ქართველ პერსპექტიულ და ნიჭიერ მოცეკვავეებს ავთანდილ შონიასა და ელენე დავითაიას წყვილს რომელნიც თურქეთში მსოფლიო ღია ჩემპიონატზე ფინალში გავიდნენ და მეექვსე ადგილი მოიპოვეს.ცნობილ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტებს შორის.
12:34 / 25-03-2015
გამოხმაურება / 0 /
grisha
მეც მგონია რომ ოთო და ჟულიანა ეფრო მაგარია და თუნდაც სალომე და მაქსი მაგრამ ერთი ეგ მითხარით გიგი რა ჩემი ფეხების ჩამწყობი იყო თურქეთის ტოპ ტურნირზე??? მგონი ზედმეტად აფასებთ გიგუნას შესაძლებლობებს :))
09:55 / 25-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინა
მეშინია უკვე დოლარზეც ამ გოგოს სახე არ გამოსახონ.კიდევ კარგი რომ იღებდა ამ კონკურსში მონაწილეობას თორე ვინ გააშუქებდა საერთოდ ამ წყვილების ამბავს.დაანებეთ ამ ადამიანს თავი და მიეცით საშუალება მშვიდად ცხოვრების.ძალიან ბევრი საქმე გაგიკეთათ და ამისთვის მაინც უთხარით მადლობა.მრჩება შთაბეჭდილება რომ ერთ მხარეს არიან გაჩეჩილაძეები და მათი ახლობელი წყვილები და მეორე მხარეს ეს გოგო,რომელმაც ძალიან დიდი სტიმული მისცა ყველა სტუდიას რომ მეტად განვითარებულიყვნენ.დააფასეთ ეს პროფესიონალი ადამიანი,მიეცით გახარების საშუალება და ის ასმაგად გაგახარებთ საერთაშორისო ასპარეზზე.აქ ქვეყნის სახელია მნიშვნელოვანი და არა პირადი დაპირისპირება
21:53 / 24-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS