23 მარტი, 2015
ეკა ნიჟარაძე ნაციონალების აქციაზე წასვლათან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს - ''ზოგს გული ერეოდა და შვილებს გვიწყევლიდა...''
ჩვენ ქვეყანაში კი ქრთამის როგორც აღება ასევე მიცემა კანონით ისჯება მსახიობები და მათ შორის ონისე ონიანი, ეკა ნიჟარაძე და გოგა გველესიანი 21 მარტს ნაციონალების აქციაზე იმყოფებოდნენ და აქციის დროს გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში ატვირთეს.

მათი საქციელი ''ქართული ოცნების'' მხარდამჭერთა დიდმა ნაწილმა გააკრიტიკა. წერდნენ, რომ  წინა დღეს ბანკი ''ქართუდან'' ბიძინა ივანიშვილის დახმარება აიღეს და და მეორე დღეს ნაციონალების აქციაზე მივიდნენ. 

ეკა ნიჟარაძე
კრიტიკოსებს ''ფეისბუქის'' საშუალებით პასუხობს:

''აი, როგორც იქნა მეც მოვიცალე მათთვის, ვინც 21 მარტს დილიდან, გვიან
ღამემდე კარგად გაერთო. საინტერესოა 22- ში რითი დაკავდნენ?.. ვგულისხმობ იმათ, ვინც "ჰა ჰა ჰა-"ს თანხლებით სრულიად მოურიდებლად ბევრი საზიზღრობა დაწერეს აქ ჩემზე და ჩემს მეგობრებზე მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ განსხვავებული აზრი გვაქვს რაღაცებზე.

ზოგს გული ერეოდა და შვილებს გვიწყევლიდა, ზოგს აინტერესებდა აფთერფართი სად გვაქვს...

არ მოგნიშნავთ, იმიტომ, რომ ვიცი, წაიკითხავთ და ძალიან კარგად მიხვდებით ვის ვგულისხმობ. აი, ზუსტად ისე, როგორც მე მივხვდი.

ახლა კი ერთი მარტივი შეკითხვა: როგორ ფიქრობთ რატომ გვიხდის ბიძინა ივანიშვილი ფულს?

1) იმიტომ, რომ მეცენატია და ბევრი წლის წინ გაუჩნდა სურვილი გარკვეული კატეგორიის და პროფესიის ადამიანებს დაეხმაროს (რისთვისაც ჩვენ მადლობლები ვართ) თუ იმისთვის, რომ მისი ყურმოჭრილი მონები ვიყოთ და მიუხედავად განსხვავებული აზრისა, მაიც ვერ ვბედავდეთ ხმის ამოღებას?!

2) მე მგონი "მეგობრებო" თქვენ ძალიან, ძალიან ცუდი წარმოდგენის ყოფილხართ მასზე! თქვენი მიმოწერიდან გამოდის, რომ ქრთამს გვაძლევს, გვყიდულობს!

Rating

ჩვენ ქვეყანაში კი , ქრთამის როგორც აღება ასევე მიცემა კანონით ისჯება!

2) ჩემი და ჩემი მეგობრების აზრი და პოზიცია ყველამ ძალიან კარგად იცის (ვინმე ღვთისნიერი მიაწვდენდა ხმას), რის შემდეგაც მას თავისუფლად შეეძლო შევეყვანეთ "შავ სიაში" და მოეხსნა დაფინანსება, რომელიც ნახევარ საქართველოს გულზე ადგას.

"როგორ თუ ამ "ბოზებს" უხდიან და ჩვენ ვინც სახე დავიხოკეთ, აყროლებულ გალიებში თვეები გავატარეთ, გადავაგდეთ ძველი, სისხლიანი მთავრობა და მოვიყვანეთ ახალი, მაღალი ღირებულებების მქონე და არც არაფერს არ გვიხდიანო!"

მართლაც საშინელი უსამართლობაა, მაგრამ ჩვენ მისთვის არაფერი გვითხოვია ასე, რომ პრეტენზიები სხვა მისამართზე გაუშვით!

ბუნებრიავია, აქ აღარაფერს ვწერ წვრილმანებზე როგორებიც არიან: უმრავლესობის დეპუტატი ვინმე ოთარ ჩრდილელი და კიდევ სრულიად გაუგებარ ხალხზე, რომლებმაც დაბომბეს ჩემი ინბოქსი.

კიდევ ერთი, ვისაც გული ერევა დრამინა და ცივი წყალი დალიოს ან წამშალოს ფრენდებიდან, თორემ თუ სადმე შემხვდებით სიტყვებით "ოქრიკო" "რა ლამაზი ხარ" "ძააან მიყვარხარ" და ა.შ შეიძლება უკვე მე ამერიოს გული,'' - წერს ეკა. 

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 94 /
lilian
Muqtad mchameleni. Rac gaswavles ojaxshi daunaxavebo eg ki chans
02:54 / 04-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ლაშა
ხომ ხართ დემოკრატები და ხომ გაიძახოდით განსხვავებული აზრის ატანა არ შეეძლო ნაციონალებსო? თქვენ? მიჩტატელებო? თქვენ იტანთ განსხვავებულ აზრს? თავიანთი ცოლები, სიდედრები, ცოლის დები და ცოლის დისწულები დაასაქმეს და აგულავეს ხალხის მიერ შევსებული ბიუჯეტის თანხებით, თქვენ კი შეგრჩათ უფასო ოცნება, იოცნებეთ და უკარით კვერი თქვენ ბელად ბორიას
12:16 / 03-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ირმა
სხვა სხვის ომში ბრძენია.მე არც ნაცებს ვეკუტვნი და არც ოცნებას. არავის არ გაქვტ იმის უპლება, რომ ასე ძაღლებივით მიესიოთ ადამიანს.არც მომავალ ოცნების მომხრეებს მოწონდათ სააკაშვილი, მაგრამ მის მიერ გაცემული თანხა კარგად აიღეთ. როდესაც დასაქმების პროგრამა გამოაცხადა და მთელი საქართველო რიგებში იდგა. დაგავიწყდათ. თქვენ როგორ შეირგეთ ის ფული. ალალი იყოს ეკასთვის და მისი შვილებისთვის მისი კუთვნილი თანხა, ბოღმიანებო და ურწმუნოებო
00:29 / 02-04-2015
გამოხმაურება / 0 /
zizi
ჩემი აზრით ადამიანების გაუპატიურებას და წამებას უჭერდით მხარს,
11:08 / 01-04-2015
გამოხმაურება / 0 /
კახი
ეს ბიძინა რატომ ეხმარება ამ მსახიობებს და სპორტსმენებს გასაგებია. პარლამენტი გაავსო უსაქმურებით, ფული მისია და ვისაც უნდა იმას მისცემს. ამდენი გაჭირვებულია ქვეყანაში და იმათ დაეხმაროს მადლია. ამისთანა უმადურებს ფული როგორ უნდა მისცე. ესაა ქველმოქმედება ბიძინასებურათ. ეგ ბიძინა მაგათთვის ფულის ტომარაა.
20:27 / 31-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS