22 მარტი, 2015
თინა კანდელაკი: ''მხოლოდ მილიარდერს გავყვები ცოლად!''
თინას დედამ ჟურნალისტებთან დაიჩივლა, რომ სურს, მისმა ქალიშვილმა მალე ააწყოს პირადი ცხოვრება თინა კანდელაკის გარშემო კვლავ სიახლეებია. ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანმა, რომელსაც ბევრ ცნობილ ადამიანთან რომანს მიაწერდნენ, გამოაცხადა, რომ მილიარდერს გაჰყვება ცოლად.

თინას დედამ ჟურნალისტებთან დაიჩივლა, რომ სურს, მისმა ქალიშვილმა მალე ააწყოს პირადი ცხოვრება, რათა სიბერეში მარტო არ დარჩეს.

ისიც აღნიშნა, რომ მთავარია, კარგ მამაკაცს შეხვდეს, არ არის აუცილებელი, ის მდიდარი იყოს. თუმცა მას სრულიად არ ეთანხმება თინა, რომელსაც ძირითადად მდიდარი მამაკაცები იზიდავენ. მისი მეუღლე,
ანდრეი კონდრახინი, რომელსაც უკვე ხუთი წელია დაშორდა, ბიზნესმენი იყო.

ბოლო პერიოდშიც საკმაოდ წარმატებულ მამაკაცებს ხვდებოდა, მის გახმაურებულ მიჯნურებს შორის ცნობილ მილიარდერ რუსტამ კერიმოვს მოიხსენიებდნენ.

როგორც ჩანს, თინას გემოვნება არ შესცვლია. ''ქმრად მხოლოდ მილიარდერის კანდიდატურას განვიხილავ. ასეთები რუსეთში არ დარჩნენ, ქალის კმაყოფასა და ნებაზე მცხოვრები მამაკაცი კი ჩემს პრინციპებს არ შეესაბამება'', - ამბობს თინა.

სხვათა შორის, თავად თინა ბიზნესში საკმაოდ დიდ წარმატებებს აღწევს. მისი სარესტორნო ბიზნესის შესახებ ბევრმა იცის, ამ დღეებში კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისმა კუთვნილმა სარეკლამო სააგენტო ''აპოსტოლმა'' სერიოზულ გარიგებას მიაღწია მთავრობასთან და იმ 11 ქალაქის ბრენდირებას მიხედავს, რომლებშიც 2018 წელს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი უნდა გაიმართოს. ლაპარაკია დიდ დაფინანსებაზე, რაც თინას ბიზნესს მხოლოდ წაადგება.

ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
tinas
Naklebs Ar datanxmde,gekutvnis!
07:38 / 06-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS