ჟიურიმ აღმოაჩინა უნიჭიერესი ბენდი ,,კალისტო," რომელმაც მაყურებელზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა.
ხალხის გული ადვილად მოიგო ვატო კვარაცხელიამ. ბიჭი ძალიან მორიდებული იყო და შესამჩნევად ღელავდა.
კონკურსანტმა გამოსვლისთანავე განაცხადა, რომ მისი ,,X ფაქტორი" ხმაშია. აღმოჩნდა, რომ მან საკუთარი შესაძლებლობები სწორად შეაფასა. უდავოდ ნიჭიერი ახალგაზრდაა.
დამსწრე საზოგადოებისა და ჟიურის განწყობის ამაღლებაზე იზრუნა გიორგი ყვავაძემ იგივე ყვავმა, რომლის რეპი ნამდვილად ყვავის
- სოფო, ჰოლივუდური ღიმილი გაქ, გო...
- გო?
- ხო, ,,მეგეფრე."
- რატომ დადიხარ წინ და უკან?
- ,,ვტასაობ" რა...
- გაჩერდი.
- რა გამაჩერებს, ქალო?!
რა უცნაურიც არ უნდა იყოს, სიმღერის შემდეგ ფოთელმა ,,ვაზელინმა" საკმაოდ კარგი შეფასება მიიღო თამთასგან ( გოდუაძე ხანდახან ნიჭიერ მონაწილეებს ხახამშრალს ტოვებს და უარით ისტუმრებს.)
თამთა: სხარტი და რაღაცნაირი ხარ. რიტმის გრძნობა ნამდვილად გაქვს. შენი გამოსვლა მომეწონა.
გაბუნია: გამოსვლისას შენ აღნიშნე, რომ ორიგინალური ხარ. სიმღერის მისამღერი კი ძალიან ბანალური იყო.
საბოლოო ჯამში, ყვანჩალამ მაინც უარი მიიღო. დაბნეულმა და გაწბილებულმა სცენიდან გასასვლელი ვერ იპოვა. როგორც ჩანს, ფრინველურ ინსტინქტებში მაინცდამაინც ორიენტაციამ უმტყუნა.
თათული ღვინიანიძე