19 მარტი, 2015
პარანორმალური მოვლენები - ნინა სუბლატის სახლში მისტიკური ამბები ხდება
''ჩემს სახლში მისტიკურად სკდება (არ ტყდება სკდება) ჭურჭელი, რომელიც ძალიან ხარისხიანია და ძირს დაგდებითაც რთულია მისი გატეხვა. ვაი, ნუთუ ვინმე ასე უცნაურად მეკონტაქტება?'', - წერს ''ევროვიზიაზე'' მიმავალი ნინა სუბლატი ''ფეისბუქზე''. 

მეგობრები ამშვიდებენ. მათი აზრით ნინას შავი მაგია ეკაიფება, ზოგიც წერს, ინდირა ჯგერნაიას დაურეკე, მან კარგად იცის ჯადოს მოხსნაო.

ინდირა ჯგერნაიამ ''ნანუკას შოუში'' მოყვა, როგორ გაუკეთა ჯადო მასა და მის ექსსიყვარულს დიდი ასაკის ქალბატონმა ჯადო და როგორ დააღწია მას თავი. ზოგიც ნინას  ურჩევს, ჯაჯანიძის შოუში მოჰყვ
ეს ეს ამბავი. ნინა მათ პასუხობს, ჯაჯანიძემ აქეთ დამირეკოს, ისეთებს ვეტყვი, ჯერ რომ არ გაუგიაო.

ნინას მეგობრები ასწავლიან, როგორ დააღწიოს ამ საშინელ გარემოს თავი და ყვავის მოხარშვას სთავაზობს, ზოგიც მაჩვის დორბლს ურჩევს, მაგრამ როგორც ჩანს, ნინას მართლა აწუხებს ეს ამბავი და სრული სერიოზულობით ფიქრობს, რომ მის სახლში ჭურჭლის გასკდომა რაღაცის მიმანიშნებელია.

ერთ ერთი 'ფეისბუქმეგობარი'', წერს, რომ ეს ამბავი შესაძლოა, ''ევროვიზიაზე'' მის გამარჯვების მიმანიშნებელია.

სალომე დადიანი
ბეჭდვა