18 მარტი, 2015
ბადურაშვილმა შეყვარებული გამოაჩინა?.. - "მართლა ძალიან მიყვარს ნინი...''
ფოტოს კომენტარებში ქრისტინე იმედაძე, ნანკა კალატოზიშვილი და გოგოლა კალანდაძე წყვილს სიყვარულს უხსნიან "კარგი წყვილია და ნეტავ მეგობრები არიან თუ? .... "თუ" და კითხვის ნიშანი ნინი ბადურაშვილისა და ბახვა ბრეგვაძის იმ ფოტოს ერთვის, რომელიც მომღერალმა პირად გვერდზე ატვირთა და ბახვა გულის თანხლებით მონიშნა. იქვე ბახვა ბრეგვაძის საეჭვო "თუც" გაჩნდა კომენტარებში.

ჩახუტებული წყვილის ფოტოს სოციალურ ქსელში სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა. ბახვა ერთ-ერთი კომპანის პიარია, ბოლო დროს სერიალ ''ჩემი ცოლის დაქალებშიც'' გამოჩნდა და მანამდეც ხშირად ჩანდა ბომონდურ წვეულებებზე.

ფოტოს
კომენტარებში ქრისტინე იმედაძე, ნანკა კალატოზიშვილი და გოგოლა კალანდაძე წყვილს სიყვარულს უხსნიან. აქვთ თუ არა რომანი ნინი ბადურაშვილსა და ჩემი ცოლის დაქალების მსახიობს? – ამ შინაარსით დაწერილი ამბავი, რომანტიკული ფოტოთი უკვე სხვადასხვა საიტებზე მოხვდა.

მომღერალთან შესაძლო რომანზე ბახვა ბრეგვაძეს რამდენიმე კითხვა დავუსვით.

- ბახვა, ფოტოს კომენტარებმა ზოგს ეჭვი გაუჩინა, რომ შენ და ნინი შეყვარებულები ხართ. თავად რას იტყოდი?
- მართლა ძალიან მიყვარს ნინი, ჩემი ბავშვობის მეგობარია. ძალიან ბევრი ფოტო გვაქვს ერთად და ეს რატომაა საეჭვო ფოტო, არ ვიცი.
- ალბათ მეგობრების კომენტარებმა გააჩინა ეჭვი.
- არ ვიცი, შეიძლება, მაგრამ მანდაც ვერაფერს ვხედავ საეჭვოს. როგორც არის ხოლმე ფოტოზე კომენტარები ისეთივეა. აფეთქდა სოციალური ქსელი, ჩვენც გავერთეთ. მოკლედ, ჯერჯერობით ესეა და თუ რამე შეიცვლება, გაგაგებინებთ თქვენც და
საზოგადოებასაც.

პ.ს.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ნინიმ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში აღნიშნა, რომ ახალი სიყვარულისთვის მზად არის.

მერი კობიაშვილი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
თეა
ბახვა ძალიან მიყვარხართ შენ და ცოტნე
15:59 / 20-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მარი
ნინი ლამაზია და ბახვა სიმპატიური ❤️❤️
13:26 / 20-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მაკო
გმერთმა მუდამ ბედნიერი გამკოფოს......
17:47 / 19-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ვაუ
ნინი ლამაზია და ბახვა?
11:45 / 19-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინია
"აფეთქდა სოციალური ქსელი" -ხოხ!!!
00:27 / 19-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS