16 მარტი, 2015
მარიამ როინიშვილი დედის დასაცავად საგანგებო განცხადებას ავრცელებს - ''რამ გადაგრიათ ადამიანებო!''
გასულ კვირას თამრიკო ჭოხონელიძემ ''ფეისბუქზე'' საგანგებო მიმართვა გაავრცელა. მომღერალმა კოლეგებს მიმართა, რომ ხმა ამოეღოთ, თორემ მომავალი თაობისთვის თვალებში ჩახედვის შერცხვებათ, რადგან არაპროფესიონალებმა წალეკეს ტელევიზიები.

ჭოხონელიძის მიმართვას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრი ეთანხმებოდა მომღერალს,  თუმცა კრიტიკოსებიც მრავლად გამოუჩნდნენ. მომღერალი საკუთარი აზრის დასაფიქსირებლად გადაცემა ''რეაქციაშიც'' მიიწვიეს.

ჭოხონელიძე ერთ-ერთია მათ შორის ვინც, არსებულ ხელისუფლებას გვერდით ედგა არჩევნების დროს, თუმცა პირველი იყო, ვინც ხელისუფლების შეცდომებზე ალაპარაკდა. 

რამდენიმე საათის წინ მომღერლის ქალიშვილმა მარიამ როინიშვილმა ''ფეისბუქის'' ერთ-ერთი მომხმარებლის სტატუსი გამოაქვეყნა, რომელმაც თამრიკო ჭოხონელიძის
''რეაქციში'' ჩართვის ვიდეო ატვირთა წარწერით: ''აი, როგორ გამოიყურება და ჟღერს ტოტალური დეგენერატი''.  

მარიამმა დედა შემდეგი სტატუსით დაიცვა.

''აი, ქვეყნის სახე ქალბატონი ნონა შენგელაია... რამდენი საერთო მეგობარი მყავს თურმე და მსგავს სტატუსზე არავინ ეხმიანება.

ვიღაც იტყვის, არ ვეთანხმებით და იმიტომო, თუმცა მე გამოსარჩლებას არც ვითხოვ, უბრალოდ ქალს რომ ამ სიტყვით მიმართავენ ამ ქვეყანაში და კიდევ მსგავსებით... ტაში.

სულ ვამბობ, რომ ბევრ კაცს ჯობია თავისი ვაჟკაცობით ეს ქალი და ასე იქნება, რადგან მშიშარა არაა!!! არ ეშინია საკუთარი აზრის გამოხატვის, რომ ხვალ და ზეგ ვიღაც არ დაიფარავს, თითქმის ყველა რომ გამორჩენაზე ფიქრობთ, რამ გადაგრიათ ადამიანებო!

ასე შეიძლება გძულდეთ ერთმანეთი? უკაცრავად, მაგრამ მგონი, აქვთ უფლება ხალხს, რომ გამოთქვან საკუთარი აზრი და ამისთვის არ გაილანძღონ. შეგიძლიათ, ავტორიც მონიშნოთ! ნონა ლოლუა-შენგელაია, წერს მარიამი, რომელსაც ბევრი მისი ფეისბუქმეგობარი ეთანხმება.

თამრიკო ჭოხონელიძემ შვილს და მის მომხრეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

Rating

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 53 /
tamuna
mariam shen unda iamako sheni dedit,xalxs bogma da shuri alaparakebs tamriko chemi kumiria da koveltvis misabazi adamiani ikneba chemtvis tkven sanimusho deda shvili xart gmerti gparavdet mudam
20:50 / 22-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ტამრიკო
თკვენი ერტი ნამგერი იავნანა მირჩევნია ყველაფერს.არ მიაკციოთ ყურადგება ...ადვილი სათქმელია.გულს გტკენს.მაგრამ მაინც თქვენთან ჯიბრი გადაიტანს ბევრს.
01:01 / 22-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
თამრიკო ჟოხონელიძის მსგავსი ქალები სადღა არიან ენა როგორ უბრუნდება მაგ ვიღაცას ...რატომ არ რცხვენია ..რა გაუკეტებია მიშას სიყვარულის მეტი? ასე როგორ უნდა დაბრმავდეს ადამიანი?..
00:26 / 22-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
ჩემი დაცვა რად უნდა თამრიკო ჭოხონელიძეს, მაგრამ რომ არ ვთქვა გულშიც არ მეტევა,ნამდვილად ვერ ვხვდები რა შუაშია აქ ამ ადამიანის პოლიტიკური შეხედულება. აპოლიტიკური ადამიანი ვარ და ჩემთვის სულერთია ვინ რომელი პატრიის წევრია, მთავარია მისი განწყობა ზოგადად ერისა და ქვეყნისადმი, რა გაუკეთებია და დღეს რას აკეთებს.ამ მხრივ ათასი მადლობა რომ გადავუხადოთ ქალბატონ თამრიკოს, მაინც ვალში ვიქნებით მასთან. და სრული ჭეშმარიტებაა ის რაც მან აღნიშნა, ტელეგადაცემები დღითი-დღე საშინლად უინტერესო და ამაზრზენი ხდება. ნეტა მას ვისაც ჯაჯანიძის წაყვანილი გადაცემები მოსწონს, ან კიდე ყოველდღე გაურკვეველი სექსუალური ორიენტაციის ხალხის გადაპატიჟ-გადმოპატიჟება ხან ერთ პროგრამაში და ხან მეორეში. ხომ შეიძლება ასე საჯაროდ და ყოველდღიურად არ ხედავდეს ჩვენი შვილები ამ ხალხს და არ ესმოდეთ არამამაკაცური, გატყლარჭული, ფერ-უმარილ წასმული ნარცისების დემაგოგია.რა უბედურება იყო ჯაჯანიძე-სურამელაშვილის დუეტი ვინც ნახა ყველა ნორმალურმა იცის.... და ეს არ უნდა ვთქვათ რომ არ შეიძლება ამის ასე აფიშირება? იყვენ ეს ხალხი თავისთვის კი ბატონო, მაგრამ არა ტელევიზიაში გამოჭიმულნი.რაღაც ცენზურა ხომ უნდა არსებობდეს?! ისედაც გარეგნულად და მეტყველებით რომ ჩამოყალიბებული იყოს ჯაჯანიძე გადაცემა ისე მიჰყავს საერთოდ გაუნათლებელი ადამიანის შთაბეჭდილება მრჩება. რა ხდება ხალხნო, ჟურნალისტები აღარ გვყავს თუ რა უბედურებაა ეს? მე ერთი მაგალითი მოვიყვანე აქ და უამრავია ასეთი...
03:04 / 21-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ბერო
კითხვა დაუსვეს ედუარდ შევარდნაძეს: "თანამედროვე მომღერლებიდან თუ იცნობთ, მაგ. ლექსენს?" პასუხი: "ეგ ვინაა, არ ვიცი. მე ვიცნობ თამრიკო ჭოხონელიძეს!" კარგით რა, ქ-ნო თამარ, შეეშვით პოლიტიკას {საერთოდ, მომღერლები, რეჟისორები, მსახიობები... ბევრად აჯობებს თქვენთვისაც და, განსაკუთრებით ხალხისთვის} და იმღერეთ დიდხანს, უამრავი მსმენელის სასიხარულოდ!!!
16:47 / 20-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS