10 მარტი, 2015
რატომ ვერ შედგა ეკა კვალიაშვილის კონცერტი - ''აქ, საქართველოში აღარ მინდა...''
26 მარტს იუბილე მაქვს, კონცერტი მინდოდა დამემთხვია
ეკა კვალიაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ქართულ შოუბიზნესში შექმნილ სიტუაციას აკრიტიკებს.

''რამდენი მინდა დავწერო, რამდენი მინდა ვთქვა, რამდენი მოთმინებაა საჭირო იმისათვის, რომ, არ დავწერო, არ ვთქვა, გულიდან ამოხეთქილი ემოციები არ გაგიზიაროთ, მაგრამ... ვფიქრდები და ვხვდები, მერე?

რომ გაგიზიაროთ რა, მერე რა? რამდენი წელია...

იმედი მაქვს, არ დამჭირდება გულის გადაშლა, ყველაფერი კარგად იქნება... ყველაფერი დალაგდება... ოღონდ, ერთია, აქ, საქართველოში აღარ მინდა...

აქ არ ვიცი რა დალაგდება, ვფიქრობ
დიდი ხანი დასჭირდება აქაურობის გენერალურ დალაგებას, ეს დროის საკითხია, დრო კი ძალიან ცოტაა, რადგან, სიცოცხლე, ცხოვრება, წუთისოფელია... ისედაც უკვე მე-15 წელი ხდება ერთი და იგივე ხდება...

არაფერი სწორდება... 26 მარტს იუბილე მაქვს, კონცერტი მინდოდა დამემთხვია, მინდოდა მოგფერებოდით, მაგრამ, არაფერი არ გამოდის აქ, ჩემს საცოდავ სამშობლოში''...

მეგობრები ეკას ურჩევენ, სპონსორი მოეძიოს.

''არაფერი არ ვიცი... თუ ჩემით მოვიპოვე დაფინანსება, სპონსორი ან არ ვიცი, იმ შემთხვევაში იქნება, თუ არადა სრულიად, უპატრონო მდგომარეობში ვარ პირადად მე.  უკვე დიდი ხანია დიდი იმედი მაქვს, რომ მალე აქედან დიდი სიამოვნებით გადავალ სხვა, ნორმალურ ქვეყანაში'', - წერს ეკა.

სალომე დადიანი
ბეჭდვა