06 მარტი, 2015
სალომე ჭაჭუას ახალი მამაკაცი - ვინ არის მაქს რიჟიკოვი
ბევრს ლაპარაკობენ სალომეს ახალ სიყვარულზე სალომე ჭაჭუას და გიორგი ვარდოსანიძის დაშორებამ ბევრი კითხვა გაუჩინა მათი სიყვარულის გულშემატკივრებს. დაშორების დეტალებზე ჯერჯერობით არც ერთი მხარე არ ლაპარაკობს.

გიორგი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ყველასგან და ყველაფრისგან ისვენებს და ცდილობს, მთლიანად საქმეზე გადაერთოს. გარდა ამისა მსახიობს ბანკიდან საკმაოდ დიდი თანხა, 170 000 ლარი აქვს გამოტანილი და ფიქრობს, ბინა, რომელშიც ის და სალომე ცხოვრობდნენ, გაყიდოს.

ბევრს ლაპარაკობენ სალომეს ახალ სიყვარულზე. ''პროფილში'' მას არ უთქვამს, რომ თავისი ახალი მეწყვილე, მაქს რიჟიკოვი,
უყვარს, მაგრამ ინტრიგა აშკარად იყო მის ნათქვამში, როდესაც აღნიშნა, რომ გაუმართლა, მაქსი რომ გაიცნო, რადგან ის არაჩვეულებრივი მოცეკვავეა.

''პროფილში'' შესრულებულმა მათმა ცეკვამ მაქსის კარგ მოცეკვავეობაში ვერ დაგვარწმუნა, თუმცა ბევრმა მათ ცეკვაში დაინახა, რომ წყვილს შორის მეგობრობაზე მეტი გრძნობა იყო.
ეჭვი მათი სიყვარულის შესახებ მას შემდეგაც გაძლიერდა, რაც სალომემ მაქსს კოკერსპანიელი აჩუქა. სალომე საყვარელ მამაკაცებს ძაღლებს ჩუქნის ხოლმე. ამ მხრივ გამონაკლისი მხოლოდ გიგი გაჩეჩილაძე იყო.

სოციალურ ქსელში უკვე შეიქმნა სალომე ჭაჭუასა და მაქს რიჟიკოვის გვერდი, სადაც მათი ცეკვის და გართობის უამრავი ფოტოა ატვირთული.

Rating


სალომე დადიანი

ბეჭდვა