ის ამბავი კი რომ ჟიურის წევრი აღარ იქნებოდა სტეფანემ სმს-ით შეიტყო და მან სოციალურ ქსელში დაწერა: ''მადლობას ვუხდი ჩემს პროდიუსერებს, რომ ეს ამბავი გუშინ ღამე ესემესით შემატყობინეს და აქედან არ გავიგე.
მადლობას ვუხდი გადაცემის შემოქმედებით ჯფუფს მათთან გატარებული დაუვიწყარი დროისთვის. ახალ
სტეფანეს ბევრი ამხნევებდა, მათ შორის იყო, ოპერის მომღერალი თამარ ივერი, მსახიობი გოგოლა კალანდაძე. ია ფარულავა გულისტკივილს გამოთქვამდა მომხდართან დაკავშირებით წერდა, ''კი მაგრამ ვინ ჩაანაცვლებს გაბუნია სტეფანეს უნიკალურ დუეტს, ხალხს ეს აინტერესებდა. ახლა ისევ ახალი დუეტი? ვნახოთ, ვნახოთ'' - იამ კომენტარს ცრემლიანი ღიმილის ნიშანიც დაურთო.
სტეფანეს გეგა ფალავანდიშვილიც ამხნევებდა, წერდა, სმს-ი უკვე კარგია და აშკარად დაიმსახურა. როგორც ამბობენ, გეგა ფალავანდიშვილის შვიდწლიანი მოღვაწეობა ''რუსთავი 2-''ში შესაძლოა, სწორედ ამ კომენტარებს შეეწირა.
''X ფაქტორის'' გასულ სეზონში გეგას ია სუხიტაშვილთან ერთად მიჰყავდა შოუ. ახლა კი უთხრეს, რომ არხიდან წასულიყო და ისიც უპრობლემოდ წამოვიდა.
გეგას სოციალური ქსელში ბევრი ამხნევებს და წერს, რომ სამსახურის გარეშე არ დარჩება.
სალომე დადიანი