06 მარტი, 2015
რას ფიქრობს ქალიშვილობაზე "კომედი შოუს'' ლამაზმანი - "ასაკზე თვალს დავხუჭავ...''
ჩემთვის ჩემი აზრია პრიორიტეტული და არა ხალხის ნინი ონიანი ტელესივრცეში ახალი სახეა. იგი ვარსკვლავებ შორის ადგილს იმკვიდრებს არა მარტო თავისი ნიჭით, არამედ უცხო გარეგნობით. ნინის მოიხსენიებენ, როგორც ,,კომედი შოუს"ლამაზმანს და ამ ბოლო დროს ხშირად წაიკითხავთ მის ინტერვიუებს სხვადასხვა თემებზე.

- რაშია შენი სილამაზის საიდუმლო?
- პირველ რიგში გენეტიკაში, შემდეგ უკვე ვარჯიშსა და სწორ კვებაში.
- რომ არ გაყოლოდი გზას ტელევიზიისკენ, რა სფეროში იტრიალებდი?
- ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი სამეჯლისო ცეკვების პროფესიონალი მოცეკვავე. სწორედ ამ პროფესიას ავირჩევდი.
- არჩევანის წინაშე, რომ დაგაყენოს რჩეულმა, კარიერისკენ გადაიხრები თუ სიყვარულისკენ?
- კაცი, რომელსაც მე ,,საყვარელ მამაკაცს" დავუძახებ, ამ არჩევანის წინაშე არ დამაყენებს.
- რთული იყო ტელესივრცეში მოხვედრა?
- ჩემს ცხოვრებაში მარტივად არაფერი ხდება.
- ფართო ასპარეზზე გამოჩენის შემდეგ ყველაზე შთამბეჭდავი რა მოხდა შენს ცხოვრებაში?
- ბევრი საინტერესო და ნიჭიერი ადამიანი გავიცანი. ჩემთვის შტამბეჭდავი ხალხთან ურთიერთობაა.

Rating

- შენი მოტაცება უცდიათ?
- კი. თუ ვინ სცადა ამას არ გავახმაურებ.
- ასაკით გაცილებით უფროს მამაკაცთან სასიყვარულო რომანს გააბამდი თუ თავს შეიკავებდი საზოგადოების გაკიცხვის თავიდან ასაშორებლად?
- ჩემთვის ჩემი აზრია პრიორიტეტული და არა ხალხის, შესაბამისად თუ მისი თვისებები მომხიბვლავს, ასაკზე თვალს დავხუჭავ.
- რა მიგაჩნია შენს უდიდეს წარუმატებლობად?
- ბრაიან ადამსი ჩამოვიდა თბილისში, კონცერტის შემდეგ თავისთან სტუმრად დამპატიჟა, სამწუხაროდ წასვლა ვერ მოვახერხე. ამას ვთვლი ჩემს უდიდეს წარუმატებლობად.

Rating

- ქალი გათხოვებისას აუცილებლად ქალიშვილი უნდა იყოს?
- რა თქმა უნდა, არა.
- რისი გადატანა გიჭირს?
- ტყუილი.
- რა არის შენი ცხოვრებისეული კრედო?
- ვასახელო დედა და არ ვუღალატო პრინციპებს.

თათული ღვინიანიძე
ბეჭდვა