- რაშია შენი სილამაზის საიდუმლო?
- პირველ რიგში გენეტიკაში, შემდეგ უკვე ვარჯიშსა და სწორ კვებაში.
- რომ არ გაყოლოდი გზას ტელევიზიისკენ, რა სფეროში იტრიალებდი?
- არჩევანის წინაშე, რომ დაგაყენოს რჩეულმა, კარიერისკენ გადაიხრები თუ სიყვარულისკენ?
- კაცი, რომელსაც მე ,,საყვარელ მამაკაცს" დავუძახებ, ამ არჩევანის წინაშე არ დამაყენებს.
- რთული იყო ტელესივრცეში მოხვედრა?
- ჩემს ცხოვრებაში მარტივად არაფერი ხდება.
- ფართო ასპარეზზე გამოჩენის შემდეგ ყველაზე შთამბეჭდავი რა მოხდა შენს ცხოვრებაში?
- ბევრი საინტერესო და ნიჭიერი ადამიანი გავიცანი. ჩემთვის შტამბეჭდავი ხალხთან ურთიერთობაა.
- შენი მოტაცება უცდიათ?
- კი. თუ ვინ სცადა ამას არ გავახმაურებ.
- ასაკით გაცილებით უფროს მამაკაცთან სასიყვარულო რომანს გააბამდი თუ თავს შეიკავებდი საზოგადოების გაკიცხვის თავიდან ასაშორებლად?
- ჩემთვის ჩემი აზრია პრიორიტეტული და არა ხალხის, შესაბამისად თუ მისი თვისებები მომხიბვლავს, ასაკზე თვალს დავხუჭავ.
- რა მიგაჩნია შენს უდიდეს წარუმატებლობად?
- ბრაიან ადამსი ჩამოვიდა თბილისში, კონცერტის შემდეგ თავისთან სტუმრად დამპატიჟა, სამწუხაროდ წასვლა ვერ მოვახერხე. ამას ვთვლი ჩემს უდიდეს წარუმატებლობად.
- ქალი გათხოვებისას აუცილებლად ქალიშვილი უნდა იყოს?
- რა თქმა უნდა, არა.
- რისი გადატანა გიჭირს?
- ტყუილი.
- რა არის შენი ცხოვრებისეული კრედო?
- ვასახელო დედა და არ ვუღალატო პრინციპებს.
თათული ღვინიანიძე