04 მარტი, 2015
ლიზა ყენია ქალთა კოლონიაში მოხვდა

 

 

ლიზა ყენია, რომელიც მუდმივად ყურადღების ცენტრშია, სოციალურ ქსელში მორიგ სკანდალურ სტატუსს აქვეყნებს:

"ახლა დამთავრდა კონცერტი, რომელიც მქონდა აი, საად, სად და… ზონაზე, ქალთა კოლონიაში. მიუხედავად იმისა, რომ საშინლად დავისტრესე და ძალიან რთული იყო ყველაფერ ამის რეალურად ნახვა არა ტელევიზიით, მე მაინც მოვდივარ ბედნიერი, იმიტომ რომ მართლა საოცრად პოზიტიური ადამიანები ცხოვრობენ იქ! რომლებიც იმსახურებენ დიდ ყურადღებას და მხარდაჭერას!" - წერს მომღერალი.

მაია ჯაბუას ქალიშვილი სცენაზე დედის ღირსეული გამგრძელებელია, თუმცა მშობელისგან განსხვავებული სიმღერის სტილი აირჩია.

სალომე დადიანი


 

ბეჭდვა