03 მარტი, 2015
ქეთა თოფურიას ფეხმძიმობის დამალვის მიზეზი რუსულმა პრესამ გაარკვია
მიზეზს, თუ რატომ მალავს ქეთა ფეხმძიმობას, რუსული ყვითელი პრესის წარმომადგენლებიც აქტიურად იკვლევენ უკვე ცნობილია, რომ ქეთა თოფურია გაზაფხულის ბოლოს დედა გახდება. თუმცა ამის შესახებ თავად მომღერალი არაფერს ამბობს. ფეხმძიმობას კი თავისივე ხაზის სამოსში მოხერხებულად მალავს.

მიზეზს, თუ რატომ მალავს ქეთა ფეხმძიმობას, რუსული ყვითელი პრესის წარმომადგენლებიც აქტიურად იკვლევენ.

გასულ კვირას, ერთ-ერთ რუსულ მუსიკალურ არხზე ქეთას ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნეს. აღნიშნეს, რომ ქართველი ლამაზმანის
უდაოდ დიდი დამსახურებაა, რომ ''ა სტუდიო'' წლის საუკეთესო ჯგუფად დასახელდა.

ფეხმძიმობის დამალვის ორი მიზეზიც
დაასახელეს. მათი თქმით, ქეთას ცრურწმენების სჯერა და არ უნდა, რომ გაითვალოს.

მეორე სავარაუდო მიზეზი უფრო სარწმუნო ჩანს, მომღერალს კონტრაქტი აქვს გაფორმებული ერთ-ერთ რუსულ ჟურნალთან და
ფეხმძიმობის და ბავშვის ექსკლუზიურ ფოტოებებს მათ მიყიდის.

როგორ მალავს მუცელს ფეხმძიმე ქეთი თოფურია - მომღერალი მაისის ბოლოს იმშობიარებს
სალომე დადიანი

ბეჭდვა