27 თებერვალი, 2015
სალომე ჭაჭუა გიორგი ვარდოსანიძესთან დაშორებას არ უარყოფს (+ვიდეო)
რეალურად რა მოხდა წყვილს შორის, ''პროფილის'' წამყვანი მაია ასათიანიც დაინტერესდა რამდენიმე კვირის წინ ჟურნალ  "რეიტინგში" გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ჭაჭუა-ვარდოსანიძის წყვილს შორის ურთიერთობები დაიძაბა და ერთმანეთს დაშორდნენ.

მაშინ ჟურნალისტის კითხვებს სალომემ თავი აარიდა, ვარდოსანიძემ კი ეს ამბავი  უარყო და ჭორი უწოდა. 

გთავაზობს ნაწყვეტს "რეიტინგის" ინტერვიუდან:

- თქვენი საახლობლო წრიდან გამოჟონა ინფორმაციამ, რომ დიდი ხანი არაა, რაც დაშორდით. შენ მექალთანეობა ''გბრალდება'' და სალომეზე კი ამბობენ, რომ სულ ცეკვებზეა გადართული, ძალიან დაღლილია და ამის გამო ხშირად უხასიათოდაა.
- (იცინის)
შეგიძლია დაწერო, რომ ამ ამბავზე ბევრი ვიცინე. არც ვიცი, რა გითხრათ, ათას რამეს ამბობენ.

რეალურად რა მოხდა წყვილს შორის, ''პროფილის'' წამყვანი მაია ასათიანიც დაინტერესდა და ტელეწამყვანმა მის გადაცემაში სტუმრად მისულ სალომე ჭაჭუას ჰკითხა.

მართლა დაშორდა თუ არა გიორგი  ვარდოსანიძეს. თუმცა, ცნობილმა მოცეკვავემ კითხვა ამჯერადაც აიცილა თვიდან და თქვა, რომ ამ თემაზე საუბარი არ სურს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ვარდოსანიძემ და სალომე ჭაჭუამ გასულ წელს იქორწინეს. როგორც ამბობენ, მათ ურთიერთობაში ბზარი მალევე გაჩნდა. დაშორების მთავარ მიზეზად კი სოციალურ ქსელში გიორგის პირადი მიმოწერა გამხდარა. ამბობენ, რომ  სალომემ გიორგის ''ფეისბუქის'' ჩატი წაიკითხა და ოჯახური სკანდალიც მაშინ დაიწყოო.

იხილეთ ვიდეო

სალომე დადიანი
ბეჭდვა