26 თებერვალი, 2015
ეკა ხოფერია სკანდალში გაეხვა - "ამის მისაღწევად ჩემი გადაცემები ვერ გამოგადგებათ, ძვირფასებო!''
ტვინიკოსებო, რეიტინგისთვის გააკეთაო, ეგ ჩემს შემთხვევაში მისამართი შეგეშალათ გუშინ ეკა ხოფერიას გადაცემა წონის პრობლემებს ეხებოდა. სტუმრებს შორის იყო 19 წლის ბიჭი, რომელიც 197 კილოგრამს იწონიდა. ეკა ხოფერიას კითხვას, მაპატიე, გქონია თუ არა ოდესმე სექსი? სოციალურ ქსელში სეიროზული გამოხმაურება მოჰყვა.

ჟურნალისტს უამრავი ადამიანი დაუპირისპირდა და მკაცრად გააკრიტიკეს. ეთიკის ქარტიას კი მოუწოდეს, რომ ჟურნალისტის საქციელზე შესაბამისი რეაგირება მოეხდინა.

ცოტა ხნის წინ ჟურნალისტმა "ფეისბუქის'' პირად გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა:

" გიორგი იყო რეალითი პროექტის " პუტკუნ -შოუს" კასტინგის
ერთ-ერთი მონაწილე. ძალიან სურდა ამ პროექტში მონაწილეობის მიღება. ამდენად, ბევრი თემასა და საკითხზე მასთან საუბარი იყო. უნდა მეკითხა თუ არა 19 წლის ბიჭისთვის, ჰქონია თუ არა მას სექსუალური ურთიერთობა?

მე მიმაჩნია, რომ კი. მორალურ ტრავმაზე ვინც მესაუბრებით გეტყვით, მისი მთელი ცხოვრებაა მორალური ტრავმა და ის სამი შეხვედრა, რაც მას ჩვენთან ჰქონდა , პირველი მცდელობაა ვინმემ გამოიყვანოს ჩაკეტილი წრიდან და რეალურად დაეხმაროს მას.

მეც ვესაუბრე მას გადაცემამდე, ისევე, როგორც ყველა ჩემს სტუმარს ვესაუბრები წინასწარ. ასე რომ, ტვინიკოსებო, რეიტინგისთვის გააკეთაო, ეგ ჩემს შემთხვევაში მისამართი შეგეშალათ და მეორე, ერთხელ მაინც გაცდით ამ თქვენს ვირტუალურ აუდიტორიას და რამე მართლა საქმე გააკეთეთ.

პ.ს.
ტვინიკოსებს არც ერთხელ რომ არ გაუშუქებიათ ის გადაცემები თუ პოსტები სოციალურ და ჯანდაცვის თემებზე რომ გამიკეთებია?

იქნებ ისინი თავად ზრუნავთ თავიანთ რეიტინგსა და სკანდალურობაზე? მაგრამ ამის მისაღწევად ჩემი გადაცემები ვერ გამოგადგებათ, ძვირფასებო!!!'' - წერს ხოფერია.

სალომე დადიანი

ბეჭდვა