26 თებერვალი, 2015
ეკა ხოფერია სკანდალში გაეხვა - "ამის მისაღწევად ჩემი გადაცემები ვერ გამოგადგებათ, ძვირფასებო!''
ტვინიკოსებო, რეიტინგისთვის გააკეთაო, ეგ ჩემს შემთხვევაში მისამართი შეგეშალათ გუშინ ეკა ხოფერიას გადაცემა წონის პრობლემებს ეხებოდა. სტუმრებს შორის იყო 19 წლის ბიჭი, რომელიც 197 კილოგრამს იწონიდა. ეკა ხოფერიას კითხვას, მაპატიე, გქონია თუ არა ოდესმე სექსი? სოციალურ ქსელში სეიროზული გამოხმაურება მოჰყვა.

ჟურნალისტს უამრავი ადამიანი დაუპირისპირდა და მკაცრად გააკრიტიკეს. ეთიკის ქარტიას კი მოუწოდეს, რომ ჟურნალისტის საქციელზე შესაბამისი რეაგირება მოეხდინა.

ცოტა ხნის წინ ჟურნალისტმა "ფეისბუქის'' პირად გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა:

" გიორგი იყო რეალითი პროექტის " პუტკუნ -შოუს" კასტინგის
ერთ-ერთი მონაწილე. ძალიან სურდა ამ პროექტში მონაწილეობის მიღება. ამდენად, ბევრი თემასა და საკითხზე მასთან საუბარი იყო. უნდა მეკითხა თუ არა 19 წლის ბიჭისთვის, ჰქონია თუ არა მას სექსუალური ურთიერთობა?

მე მიმაჩნია, რომ კი. მორალურ ტრავმაზე ვინც მესაუბრებით გეტყვით, მისი მთელი ცხოვრებაა მორალური ტრავმა და ის სამი შეხვედრა, რაც მას ჩვენთან ჰქონდა , პირველი მცდელობაა ვინმემ გამოიყვანოს ჩაკეტილი წრიდან და რეალურად დაეხმაროს მას.

მეც ვესაუბრე მას გადაცემამდე, ისევე, როგორც ყველა ჩემს სტუმარს ვესაუბრები წინასწარ. ასე რომ, ტვინიკოსებო, რეიტინგისთვის გააკეთაო, ეგ ჩემს შემთხვევაში მისამართი შეგეშალათ და მეორე, ერთხელ მაინც გაცდით ამ თქვენს ვირტუალურ აუდიტორიას და რამე მართლა საქმე გააკეთეთ.

პ.ს.
ტვინიკოსებს არც ერთხელ რომ არ გაუშუქებიათ ის გადაცემები თუ პოსტები სოციალურ და ჯანდაცვის თემებზე რომ გამიკეთებია?

იქნებ ისინი თავად ზრუნავთ თავიანთ რეიტინგსა და სკანდალურობაზე? მაგრამ ამის მისაღწევად ჩემი გადაცემები ვერ გამოგადგებათ, ძვირფასებო!!!'' - წერს ხოფერია.

სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 35 /
ნინი
მაიას თუ ასე გეცოდება ეს ბიჭი თვლი რომ ჩაკეტილია და ვერ ამბობს ხმამაღლა დაეხმარე და აუვირე მთელი ქვეყნის გასაგონად ჩვენ ხომ ევროპელები ვართვილაპარაკოთ და ვიყვიროთ სექსზე ყოველ დღე 24 საათი
23:32 / 05-03-2015
გამოხმაურება / 0 /
nikoloziრას
ეკა გაუშვი უყურონ რუსთავის-2 ჭინკებს და ძროხებს
00:36 / 05-03-2015
გამოხმაურება / 0 /
დათო
მოკლედ ამ ეკა ხოფერიამ ,რომ მოიწყო ცხოვრება ამ ავანტურული და შანტაჟური გადაცემების ხარჯზე რუსთავი 2 როგორ სიცრუეს აჩვენებდა ღამის კურიერში ყველას გვახსოვს. ან სად არიან ის თაღლითების კამანადა რუსთავი 2 ეს სარია ,ეს ბერიძე ესეც ჟორჟოლიანი ესენი იყვნენ ვითომდა ხალხის მხარეზე...ფულის შოვნის მეტი არცერთს არ უფიქრია
02:01 / 04-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ტასო
მართლაც კარგი ხმის ტემბრი კულტურული საუბარი და ტაქტიამი მიდგომა ქართულ ტელესივრცეში იშვიათობაა ესენი რაც უფრო ნაგლურად მიაწვებიან რესპოდენტს ის სიამობნებთ კომუნისტებს აკრიკიტებდნენ მაგრამ მათიდახვეწილი საუბარისაგან ძალიან შორს დგანან
17:37 / 03-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მაია
მიმაჩნია რომ სწორედ ისეთი კითხვები დასვა ეკა ხოფერიამ რომლის პასუხები ბევრს აწუხებს, და თუ 19 წლის ბიჭმა მოახერხა და გულახდილი პასუხი გასცა ჟურნალისტს მან გადადგა ნაბიჯი პრობლემის მოგვარებისკენ, რა არ იცით რომ უამრავი ასეთი პუტკუნა არსებობს ჩვენს ირგვლივ და იგივე პრობლემები აქვთ? ვერ ამბობენ ხმამაღლა და არიან ჩაკეტილები. ჩაკეტილ სივრცეს თუ შინაგან სამყაროს კიდევ მეტი გართულებები მოყვება. მგონია ეკამ ნავსი გატეხა და ამ ბიჭის სახით ხმამაღლა თქვა ბევრი ახალგზარდის სათქმელი. ის ცდილობს არამარტო პრობლემის დაყენებას, არამედ ეძებს გზას მის გადასაჭრელად. მაპატიეთ თუ თქვენთვის მიუღებელი ტონით ვმსჯელობ. პატივისცემით. მ.
13:31 / 03-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS