25 თებერვალი, 2015
სკანდალის გაგრძელება: მარკუს მეტრეველს ყოფილი საყვარელი ჰომოსექსუალს უწოდებს...
კონჩიტა გასამართლებელ საბუთს ეძებს მომღერალი მარკუს მეტრეველი, ყოველთვის ცდილობს, ხალხს თავი სკანდალებით დაამახსოვროს. ამჯერად კიდევ ერთ უსიამოვნებაში გაეხვა. ახლახანს 28 წლის მომღერალმა ''პროფილში'' სტუმრობისას განაცხადა, რომ 45 წლის ბიზნესვუმენ ლელა მიქელაძეს ხვდება, თუმცა მათი ურთიერთობა იმაზე უფრო ადრე დასრულდა, ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა...

28 წლის მომღერალს მისმა ყოფილმა, 45 წლის ბიზნესვუმენმა საყვარელმა ''ფეისბუქის''-ის საშუალებით დამამცირებელი ტექსტი მიუძღვნა, რაც ცხადია, უპასუხოდ არც მარკუს მეტრეველს დაუტოვებია და მათი სკანდალური მიმოწერა გაასაჯაროვა. სკანდალი კვლავ გრძელდება და ლელა ახვლედიანი მორიგ
სტატუსს აქვეყნებს მარკუს მეტრეველზე.

''კონჩიტა გასამართლებელ საბუთს ეძებს. სისულელეებს აწერინებს გაზეთებს და ხალხი შეცდომაში რომ არ შევიდეს, მე გამოვაქვეყნებ ჩვენს დიალოგს. ეს ის პერიოდია, როცა ვდაქალობდით და ვხუმრობდით ხოლმე.

ვაი, ამის პატრონს სხვა გასამართლებელი საბუთი ვერ ნახა და თუ ეს ხუმრობა არ იყო, მაშინ ვაი, მაგის კაცობას. ჩემნაირ ქალზე თუ უარი თქვა, ამით კიდევ ერთხელ უსვავს ხაზს თავის ორიენტაციას ასეთ რამეებს არ უდა ვაქვეყნებდე, მაგრამ ვიცი, ამ საზოგადოების ამბავი და ეხლა რაც უდა ილაპარაკოს და დაწეროს. ჩემი მხრიდან იქნება სრული იგნორი.

ბოლომდე ვერ აღიარებს, რომ ჰომოსექსუალია და ეგება დაეხმაროს ვინმე, რომ პედოფილიაშიც არ გადავიდეს. ისე კი ჰყავს სულ პატარა ბიჭ-ბუჭები, 20-22 ასაკის მეგობრები, ვისთან ერთად დადის ჰამბურგერების საჭმელად და ტაქსებით რომ არ იაროს, ვინაიდან და რადგანაც სახლის წინ ქუჩაში ვერ ჩერდება ტაქსის გასაჩერებლად იმის გამო, რომ მანქანების გაჩერებები მიდის და 20 ლარი ეცოტავება იმ მომსახურებაში, რასაც სთავაზობენ. არადა ბოტოქსების გასაკეთებელი თანხების უკმარისობა აქვს კონჩიტას, დაეხმაროს ეგებ ვინმე,'' - წერს ლელა.

ლელა მიქელაძეს დუბაიში საკუთარი ბიზნესი აქვს და მარკუსიც პირველად იქ ნახა. მათი ურთიერთობა "ფეისბუქზე" მიმოწერით დაიწყო და თბილისში გაგრძელდა.

სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 31 /
merab
რამდენს ბედავს ეს აწყობილი ქალი.ჰგონია,ფული ყველაფერს ანათებს.ფუუუუ
00:55 / 04-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინი
ნამეტანი გამწარებულია უფრო მიტოვებულ- მიგდებულის პოზიცია აკვს
12:51 / 03-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ზაზა
ამაზრზენი უსქესო არსებები
12:20 / 03-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მე
რას გავს ეს კალი ყველაპრის უპლებას აზლევენ ტავს რაგანც პული აკვტ
23:48 / 02-03-2015
გამოხმაურება / 0 /
NIA
თითქოს არავის არ აინტერესებს ეს ,ამ დროს ყველას აინტერესებს !!!!!!
02:27 / 02-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS