25 თებერვალი, 2015
მიშა მესხისა და გიორგი ნაკაშიძის პირველი კომენტარები ''ოსკარიდან'' დაბრუნების შემდეგ - ''ბუნებრივად გიჟ არსებას, არ უნდა მოთხოვოთ ბანკირის საქციელი...''
ჩვენ ეს შევძელით! გილოცავთ! ცხოვრება მშვენიერია! ''ოსკარის'' ცერემონიალიდან დაბრუნებულმა მიშა მესხმა და გიორგი ნაკაშიძემ სოციალური ქსელის საშუალებით ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე მომხდარი მოვლენები შეფასეს:

"როგორც იქნა ჯიგრებო გავიღვიძე. ძალიან გული დამწყდა, რომ ოქროს ბიჭი ვერ ჩამოგიტანეთ, მაგრამ რას იზამ, ცხოვრებაა ასეთი, ხან გაგიმართლებს, ხან ვერა. ძალიან მიყვარხართ, არ ვიცი ბოდიში მოსახდელია თუ არა, მაგრამ ცხოვრებაში ყველაზე მეტად მინდოდა გამეხარებინა ჩემი ერი.

როგორც ბაბუაჩემი ახარებდა ჩვენს პატარა ერს, ანდა თუნდაც ჩვენი დინამოს 1981 წლის თასების თასის გამარჯვების
დროს, რადგან მე ყოველთვის ვთვლიდი და ვთვლი, რომ ჩვენ სამ მილიონიან ქვეყანაში, თუნდაც ერთი კაცის გამარჯვება, ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა, ვეცდებით რომ შემდეგში ჩამოგიტანოთ ეს ოქროს ბიჭი" - წერს მიშა მესხი.

კოლეგის გამართლებას ცდილობს გიორგი ნაკაშიძე და მესხის ჩაძინებას ასე ამართლებს:

"48 საათი გზაში იყო! ბევრი სულელური მიზეზის გამო და ცერემონიალზე ყველა თავისუფალ წერტილში დალევას სთავაზობდნენ,მოხიტო დალია ოთხი ჭიკა, აბა მიშა რისი მიშაა,მერე "ოსკარს" დაესიზმრა მიშა!

მე ვფიქრობ,რომ მიშას ეს მდგომარეობა "ოსკარის" ქრონიკის ერთ-ერთი დაუჯერებელი ფოტო იქნება,ჩემი თხოვნაა მსახიობის ცოტა ბუნებრივად გიჟ არსებას, არ უნდა მოთხოვოთ ბანკირის საქციელი!

ყველას უდიდესი მადლობა თანადგომისთვის! მთელი ჩვენი შინაგანი სურვილი გაჟღენთილი იყო საქართველოზე და ჩვენ თანამემამულეებზე.

სიხარულით რომ აგვეღო მთავარი პრიზი, მე წარმომიდგენია,რომ ასეთ შემთხვევაში "დინამო" თასების მფლობელი რომ გახდა, ჩვენ ისაყვარელი ქალაქი,იმ ყველაფერს თავიდან განიცდიდა,მაგრამ ფინალში პენალტი წავაგეთ,რაც თქვენ თვითონაც იცით,როგორი დიდი ტკივილია ჩვენთვის,მაგრამ ვერცხლის ჯილდოს ნომინაცია მივიღეთ!

ჩვენ ეს შევძელით! გილოცავთ! ცხოვრება მშვენიერია! იფიქრეთ,რომ ყველამ ჩვენ ჩვენი საქმე გულით და დიდი უანგარო სიყვარულით ვაკეთოთ...''

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 20 /
იზი
მელ გიპსონზე უფრო"გიჟი არსება" არ არის ეს არსება.მაგრამ....
12:28 / 04-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნუცა
მიშა მიტომაა საყვარელი,ეგეთი თავგადასავლები რომ აქვს,ხოლო გიორგი ნაკაშიძეს არ მოუხდებოდა ეს საქციელი ნამდვილად და არც გააკეთებდა ამას, მთავარია რომ ორივე ბუნებრივი და კარგი ადამიანები ხართ,გილოცავთ ამ წარმატებას,მე ვთვლი რომ ეს დიდი წარმატება იყო ქართველებისთვის.........
22:01 / 03-03-2015
გამოხმაურება / 0 /
naniko
Is rom oskarze moxvda es pilmi, ukve didi gamarjvebaa. Me vamakob amit da mixaria rom aseti nichieri rejisorebi da msaxiobebi gvkavs!
18:45 / 01-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ქეთინო
ზაზა ურუშაძე მართლაც ბრწყინვალე რეჟისორია და თუ ახლა არ გაუმართლა ოსკარზე შემდეგში აუცილებლად მიიღებს ოსკარს. გილოცავთ ხუთეულში გასვლას.
13:16 / 01-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
გაიხარეთ , მომავალში აუცილებლად ოსკარი ჩვენი იქნება ძალიან გთხოვთ ნუ ანთხევთ ამდენ ბოღმას ხალხნო , მერე რა რომ ჩაეძინა მაინც მაგარია, წარმატებები არ მოგკლებოდეთ ...
10:28 / 28-02-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS