24 თებერვალი, 2015
ია სუხიტაშვილი: ''ორი დღეა, ლამის გული გამისკდეს ისეთ საძაგლობას წერენ ჩვენზე...''
ყველამ წაიკითხეთ ეს და გულისხმიერ ადამიანებს გთხოვთ სოციალურ ქსელში ''მანდარინების'' ''ოსკარზე'' წარდგენის განხილვა არ წყდება. ბევრი ამაყობს, რომ ქართველი რეჟისორის ფილმი ''ოსკარზე'' მოხვდა. ბევრიც კრიტიკულადაა განწყობილი. ზოგს არ მოსწონს, რომ მიშა მესხს დარბაზში ჩაეძინა.

სოციალურ ქსელში კომენტარებმა მიშა მესხის მეუღლე ია სუხიტაშვილი გაანაწყენა და ''ფეისბუქზე'' შემდეგი შინაარსის სტატუსი დაწერა.

''ყველამ წაიკითხეთ ეს და გულისხმიერ ადამიანებს გთხოვთ, გაიზიაროთ, ორი დღეა, ლამის გული გამისკდეს ისეთ საძაგლობას წერენ ჩვენზე, თურმე ქვეყნის რა ბრალია, უვარგისები ვყოფილვართ და ამიტომაა ჩვენ
ქვეყანაში ასე ცუდად რომ მისდის საქმე. ამდენი ბოროტი ადამიანი თუ ცხოვრობდა ჩემს ქვეყანაში მაინც არ მჯეროდა ბოლომდე.

სრული სერიოზულობით ვიძახი, მოეშვით ისტორიების შეთხზვას, ისე ნუ გაგვამწარებთ, რომ ზოგიერთ ქართულ საიტებს ვუჩივლოთ''.

ისტორიების შეთხზვაში ია სავარაუდოდ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ზურა ჯიჯიაშვილის კრიმინალურ დრამას გულისხმობს. კრიმინალური დრამის მთავარი მოქმედი გმირები ''მანდარინების'' შემოქმედებითი ჯგუფი და ჰოლივუდის ვარსკვლავები არიან.

დეტექტივი იუმორისტულ ჟანრშია დაწერილი და სხვადასხვა ინტერნეტსაიტებზე გამოქვეყნდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველგან აღნიშნულია, რომ ამბავი ზურა ჯიჯიაშვილის ფანტაზია იყო, ბევრმა სინამდვილედ აღიქვა და ''მანდარინების'' მსახიობები კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა.

კოკაინი, მექსიკელი ნარკობარონი და მიშა მესხის ჰოლივუდური დრამა

სალომე დადიანი
ბეჭდვა