24 თებერვალი, 2015
ია სუხიტაშვილი: ''ორი დღეა, ლამის გული გამისკდეს ისეთ საძაგლობას წერენ ჩვენზე...''
ყველამ წაიკითხეთ ეს და გულისხმიერ ადამიანებს გთხოვთ სოციალურ ქსელში ''მანდარინების'' ''ოსკარზე'' წარდგენის განხილვა არ წყდება. ბევრი ამაყობს, რომ ქართველი რეჟისორის ფილმი ''ოსკარზე'' მოხვდა. ბევრიც კრიტიკულადაა განწყობილი. ზოგს არ მოსწონს, რომ მიშა მესხს დარბაზში ჩაეძინა.

სოციალურ ქსელში კომენტარებმა მიშა მესხის მეუღლე ია სუხიტაშვილი გაანაწყენა და ''ფეისბუქზე'' შემდეგი შინაარსის სტატუსი დაწერა.

''ყველამ წაიკითხეთ ეს და გულისხმიერ ადამიანებს გთხოვთ, გაიზიაროთ, ორი დღეა, ლამის გული გამისკდეს ისეთ საძაგლობას წერენ ჩვენზე, თურმე ქვეყნის რა ბრალია, უვარგისები ვყოფილვართ და ამიტომაა ჩვენ
ქვეყანაში ასე ცუდად რომ მისდის საქმე. ამდენი ბოროტი ადამიანი თუ ცხოვრობდა ჩემს ქვეყანაში მაინც არ მჯეროდა ბოლომდე.

სრული სერიოზულობით ვიძახი, მოეშვით ისტორიების შეთხზვას, ისე ნუ გაგვამწარებთ, რომ ზოგიერთ ქართულ საიტებს ვუჩივლოთ''.

ისტორიების შეთხზვაში ია სავარაუდოდ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ზურა ჯიჯიაშვილის კრიმინალურ დრამას გულისხმობს. კრიმინალური დრამის მთავარი მოქმედი გმირები ''მანდარინების'' შემოქმედებითი ჯგუფი და ჰოლივუდის ვარსკვლავები არიან.

დეტექტივი იუმორისტულ ჟანრშია დაწერილი და სხვადასხვა ინტერნეტსაიტებზე გამოქვეყნდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველგან აღნიშნულია, რომ ამბავი ზურა ჯიჯიაშვილის ფანტაზია იყო, ბევრმა სინამდვილედ აღიქვა და ''მანდარინების'' მსახიობები კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 84 /
ნინო
ია ყურადღებას ნუ მიაქცევ ბოროტი ადამიანების შურიან გამონათქვამებს. ფილმი მანდარინები ოსკარის ნომინანტებს შორის, რომ დასახელდა ეს უკვე დიდი მიღწევა არის. მე პირადად ფილმი ძალიან მომეწონა, ასეთი კარგი და ღრმა შინაარსიანი ფილმი დიდი ხანია არ გადაღებულა, ვულოცავ წარმატებებს გადამღებ ჯგუფს და მსახიობებს, კიდევ ბევრჯერ გაგეხარებინოსთ თქვენი გულშემატკივრები და ბოღმისაგან დამხრჩვალიყოს ცუდის მოსურნეები!!!!!
10:41 / 27-02-2015
გამოხმაურება / 0 /
მაკა
ბიჭებს ულოცავ წარმატებას,მრავალჯერ ესახელებინოთ საქართველო,ვამაყობ თკვენით!
00:22 / 27-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ირინა
იამაგარიგოგოამიკვარხარ
22:06 / 26-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ასმათი
ამას შური ჰქვია ქალბატონო ია. გულს ნუ იხეთქავთ ტყუილა. ილაპარაკონ რა ნისკარტი მოუცვდებათ. აკეთეთ კიდევ მეტი და დაკიდევ უკეტესი საქმეები, რომ მოშურნეებს იქნებ გული გაუსკდეთ. მე პირადად ვამაყობ იმით, რომ მადარინები ოსკარზე იყო.
21:26 / 26-02-2015
გამოხმაურება / 0 /
კარენა
ვატო-ს. გეთანხმები. თქვენისტანა ბიროტი ერი ირთიმეორის მიმართ, როგორც ქართველებია, მსოფლიოში არ მეგულება. ხომ წარმომიდგენია ამ მსახიობების ადგილზე სოხები რომ ყოფილიყვნენ, რა დღეში იქნებოდნენ და როგორ გაიხარებდნე. მითუმეტეს, რომ ლოს-ანჯელესში უამრავი სომეხი ცხოვროსბს. ამ ქალაქის ერთ დიდ უბანს "პატარა სომხეთს" ეძახიან.
17:11 / 26-02-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS