23 თებერვალი, 2015
როგორ მალავს მუცელს ფეხმძიმე ქეთი თოფურია - მომღერალი მაისის ბოლოს იმშობიარებს
ქეთასთვის ეს პირველი ბავშვი იქნება, მისი მეუღლე გეიხმანისთვის კი - მეორე ''ა სტუდიოს'' სოლისტი ქეთა თოფურია 2015 წლის გაზაფხულის ბოლოს დედა გახდება. თუმცა მომღერალი კონცერტებზე კვლავ ძველებურად გამოდის, ახალ სიმღერებზე მუშაობს და მონაწილეობას იღებს თავისი ტანსაცმლის ხაზის შექმნაში. ფეხმძიმობას კი ჩაცმულობით ოსატურად მალავს.

ერთ-ერთი ჟურნალის ნომრის პრეზენტაციაზე ქეთა ჯინსებში და მაისურში გამოწყობილი მივიდა, ზემოდან პალტო ეცვა. ''ა სტუდიოს'' წევრებთან ერთად ფოტოსესიის დროს გვერდზე შებრუნებული იდგა და მისი მუცლის დანახვა შეუძლებელი იყო.

ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით კრემლში გამართულ
კონცერტზე ქეთას შავი კაბა ეცვა, რომელიც ბოლოში გაშლილი იყო. ოსტატურად შერჩეულ კაბაში მუცელი კვლავ არ ეტყობოდა. მხოლოდ ხანდახან, როდესაც ის ცეკვას იწყებდა, შეიძლებოდა პატარა მუცლის დანახვა.

ერთ-ერთ ინტერვიუში ქეთა ამბობს, რომ მას ძალიან უნდა ჰყავდეს სამი შვილი და განსაკუთრებით ბიჭზე ოცნებობს. ქეთა დარწმუნებულია, რომ ბიჭს ის გოგოზე ადვილად და კარგად გაზრდის.

სხვათაშორის ექსტრასენსმა მოხზენ ნარუზომ წყვილს სამი შვილი უწინასწარმეტყველა.

ქეთასთვის ეს პირველი ბავშვი იქნება, მისი მეუღლე გეიხმანისთვის კი - მეორე. ბიზნესმენს ერთი გოგონა სონია ჰყავს, რომელთანაც ქეთას არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს.

Певица выбирает стильные наряды

სალომე დადიანი

ბეჭდვა