17 თებერვალი, 2015
ნინამ თმა შეიჭრა და კახი კალაძემ წვერი მაინც არ გაიპარსა - შეცვლილი და დაწუნებული ვარსკვლავები
გრძელწვერა და ჰალტუხიანი კალაძე ერთგულმა ფანებმაც კი დაიწუნეს ბევრი ყურადღებით ადევნებს თვალს, როგორ იცვლიან გარეგნობას ცნობილები. ისინი ხომ მსოფლიო მოდას ყოველთვის ფეხს უწყობენ და ცდილობენ, არ ჩამორჩნენ. შეგახსენებთ რამდენიმე ქართველს, რომლებმაც ბოლო დროს იმიჯი რადიკალურად შეიცვალეს.

თიკა ფაცაციამ, დაახლოებით ერთი წლის წინ თმა მოკლედ შეიჭრა. სოციალურ ქსელში ამ ამბავს დიდხანს განიხილავდნენ, ბევრმა ვერ ''მოინელა'' ეს ამბავი, გული წყდებოდათ, რომ ტელეწამყვანი გრძელ თმას შეელია.

Rating
და კახი კალაძემ წვერი მაინც არ გაიპარსა - შეცვლილი და დაწუნებული ვარსკვლავები" width="500" style="border: 0px;" />

იმიჯშეცვლილთა რიცხვს შეუერთდა მომღერალი ნუცა ბუზალაძეც, რომელიც ახლა პროექტ ''ორ ვარსკვლავში'' მონაწილებს და ისევე როგორც ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' ამჯერადაც ერთ ერთ ფავორიტთა შორისაა. ნუცას დღემდე გრძელი და სწორი თმით იცნობდა ყველა. მაგრამ ამჯერად მან თმა შეიჭრა, დაიხვია და წითლად შეიღება. ნუცამ იმიჯი რამდენიმე დღის წინ შეიცვალა, თუმცა კომპლიმენტებს დღემდე იღებს.

Rating


გრძელ თმას რამდენიმე საათის წინ უპრობლემოდ შეელია მომღერალი ნინა წკრიალაშვილი
და უკვე „ფეისბუქზეც“ ატვირთა მოკლე თმაში გადაღებული რამდენიმე ფოტო. ნინას მეგობრები აღფრთოვანებას ვერ მალავენ მისი ახალი იმიჯის გამო. 

Rating

მოდას არ ჩამორჩებიან ქართველი პოლიტიკოსებიც. დიდხანს საუბრობდნენ ზაქარია ქუცნაშვილის ვარცხნილობაზე, ამბობნენ, რომ მისი ვარცხნილობა ისეთ ასოციაციას იწვევდა, თითქოს ქუდი ეხურა. ზაქარიამ როგორც იქნა, მიიღო კრიტიკა და ვარცხნილობა შეიცვალა.

Rating

ბევრს საუბრობენ კახი კალაძის ლამბერსექსუალობაზეც. მისმა შეთეთრებულმა წვერმა უკვე ყველას ყურადღება მიიპყრო. ყოფილ ფეხბურთელს, სოციალურ ქსელში ხშირად აკრიტიკებენ ახალი იმიჯის გამო. თუმცა ენერგეტიკის მინისტრი ვერ ელევა ახალ იმიჯს და მისი წვერი დღითიდღე იზრდება. თავიდან თუ გოგონებს ახალი იმიჯით ძალიან მოსწონდათ, ბოლო დროს გრძელწვერა და ჰალტუხიანი კალაძე ერთგულმა ფანებმაც კი დაიწუნეს.

სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
z
Kaxi dzalian simpatiurad gamoikureba da uxdeba tsveri.nina,Nina chemo Nina gatxoveba ginda.......
18:46 / 25-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ნიტა
კახი ძალიან სიმპატიურია. მე მომწონს ახალი იმიჯით .
00:40 / 25-02-2015
გამოხმაურება / 0 /
მართა
კახი!ვინ გირჩია წვერის გაზრდა?!......აი ის არის შენი მტერი...ანუკის მაინც ეცი პატივი...
00:15 / 25-02-2015
გამოხმაურება / 0 /
მედუცი
მაინც კარგია კახი, სიმპატიური და ელეგანტური
14:07 / 24-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ლილე
ამთი წვერ-ულვაშის დროა?
12:13 / 23-02-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS