16 თებერვალი, 2015
ქეთათოს თამამი ჩაცმულობა გასული კვირის სკანდალად იქცა - ''მამაოს გამოხმაურებაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ...''
ჩემი ახალი პროექტის პრეზენტაცია იყო ვალენტინობის დღესასწაულზე სოციალურ ქსელში მომღერალ ქეთათოსა და მწერალ და მომღერალ ერეკლე დეისაძის ფოტოები გავრცელდა. კონცერტზე ქეთათო ეპატაჟურ სამოსშია გამოწყობილი. მომღერლის გაბედულებით ზოგი აღფრთოვანდა და წერდა, რომ არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, ზოგიც ამბობდა, რომ ასეთი სითამამე მიუღებელი იყო. პოლემიკაში ჩაერთო მამა ანთიმოზიც, რომელიც ერეკლე დეისაძის მეგობარია.

მამა ანთიმოზი წერდა: ''დროში გაუსწარით თბილისს, ცოტა ნელა, თორემ ვერ გეწევიან და ნინო ჩხეიძესთან რჩებიანო'' - რასაკვირველია, გამოჩნდნენ მამა ანთიმოზის მოწინააღმდეგეები, წერდნენ, ტაბურეტი აიღონ და დაეწევიანო… დავინტერესდით,
რატომ გადაწყვიტა ქეთათომ მსგავსი სამოსით კონცერტზე გამოსვლა.

- ქეთათო, ფოტოები როდის გადაიღეთ?
- ჩემი ახალი პროექტის პრეზენტაცია იყო და ფოტოები კონცერტის დროსაა გადაღებული.

Rating

- თქვენ და ერეკლე რა სიმღერას მღერით?
- რამდენიმე სიმღერა შევასრულეთ.
- ასეთი ჩაცმულობით სცენაზე გამოსვლა ვისი იდეა იყო?
- სცენაზე ასეთ კოსტიუმში გამოსვლა ჩემი იდეა იყო და კონსულტაციები ერთ-ერთ დიზაინერთან გავიარე.

Rating

- არაერთგავროვანი დამოკიდებულება მოჰყვა ამ ყველაფერს.
- უნდა მოჰყვეს, ეს ბუნებრივია. ზოგს მოეწონება რასაც აკეთებ, ზოგს - არა. მე ეგ არ მადარდებს. მთავარია, მე მომწონდეს, რასაც ვაკეთებ.
- თქვენ კარგად გრძნობდით თავს სამოსში და დისკომფორტი არ გქონიათ?
- რა თქმა უნდა, კარგად ვგრძნობდი თავს. დისკომფორტი რატომ უნდა მქონოდა.
- ჩემი აზრით, თქვენ თამამი ნაბიჯი გადადგით.
- რატომ იყო თამამი ნაბიჯი, ვერ ვხვდები.

Rating

- დამეთანხმებით, ყველა არ გამოდის სცენაზე საცურაო კოსტიუმით.
- ყველა არ გამოდის, იმიტომ რომ არაა ნავარჯიშები და რაც მთავარია, საცურაო კოსტიუმი არ მეცვა.
- მე ეს სამოსი საცურაო კოსტიუმად აღვიქვი და თქვენ რას დაარქმევდით?
- ეს ''კუპალნიკის'' ტიპის სამოსია.

Rating

- მამა ანთიმოზიც გამოეხმაურა თქვენს ჩაცმულობას.
- მამაოს გამოხმაურებაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მთავარია, რომ მე კარგად ვგრძნობ თავს.

სალომე დადიანი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 81 /
გოგო
ქეთი მე შენ არმომწონხარ ბოღმაობ და ილანძღები შენ წადი საქართველოდან, მე არავის ვლანძღავ შენგან გასხვავებით! ეგ ერტ და მეორე რა გინდათ რომ ყველამ ერთნაირად შემოსილმა იაროს? მაგალითად შესაძლოა მე არ მომწონდეს ეს სამოსი მარა რატომ გავლანძლო მე რაც მომწონს ის უნდა ჩავიცვა იმას რაც უნდა ის ეცვას მის იმიჯს უხდება,
00:10 / 06-10-2017
გამოხმაურება / 0 /
ქეტუშა
ისემც გიქნია ტიტველი გამოსულხარ სჰენი მახინჯი სხეულიტ, სარკეში ჩაგეხედა და ისე გამოსულიყავი , ვისაც შენ ბაზავ მატ ულამაზესი სხეული აქვტ ,
19:25 / 05-10-2017
გამოხმაურება / 0 /
Mzia
Ratom landgavt adamianebs..gaanevet tavi..asatianze rogor shegidliat ilaparakot shvili moukvda da roror amazrzenad icvavso??ar geshiniat gmertma dagiparot da igive rom dagemartot?mis gulshi ra xdeba mxolod man da gmertma icis..tavistavtan tamashobs ..rom gadarches..rom suntkva shedlos..rom..rom...ertaderti shvilis dakargvas tkven rogor exumrebit???geshinodet.kvelam chaicvas ise rogorc unda..gansxvavebulebs ver itant..tkven chveulebrivebi xart isini arachveulebrivebi...es ver agitaniat
13:51 / 05-10-2017
გამოხმაურება / 0 /
ეჰეეეეეეეი
ასათიანს შვილი მოიკვდა ამაზრზენად აცვია და ძლიარი ქალიაო იძახით, ქეთათოს კი წლების უკან მოუკვდა ქმარი და ახლა ლანძღავთ??? რა უბედურებაააა
12:59 / 05-10-2017
გამოხმაურება / 0 /
lsd
რა საოცარია სულ გოგონები აქტიურობენ კომენტარებსჰი საზღვარგარერთელ მომღერლებს რომლებიც ასე იცვამენ ხომ უკრავთ ტაშს?// არა? თუ არა არა.თუ კი კი
18:42 / 06-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS