09 თებერვალი, 2015
სასოწარკვეთილი ია ფარულავა ზაფხულში გაუჩინარებულ ზუზის ეძებს - ''ვერ აიტანა ჩემი ქმარი''
ხელი ჩავიქნიე უკვე, მაგრამ ზუზი მაინც სულ სხვა იყო ჩემთვის ია ფარულავას და ტარიელ სუარის ოჯახი არაერთხელ იყო დანგრევის პირას. ამბობდნენ, რომ სასამართლომ ტარიელს იასთან მიახლოებაც კი აუკრძალა, თუმცა მოგვიანებით ეს ინფორმაცია არც ერთმა მხარემ არ დაადასტურა.

სუარი-ფარულავას ოჯახი რამდენიმე თვის შექმნილი იყო, როდესაც იას კატა - ზუზი დაიკარგა. კატის გაქრობაში მთავარი ეჭვმიტანილი ტარიელი იყო. ამბობდნენ, კატა გიტარის ჩასადებში შარდავდა და ვირტუოზმა თავიდან მოიშორაო.

კატა მოგვიანებით დაიბრუნა იამ, თუმცა მისი ბედნიერება ცოტა ხანს გაგრძელდა. სოციალურ
ქსელში ფისოს მოყვარულთა ჯგუფში გაწევრიანებული ია კვლავ ზუზის ეძებს. გთავაზობთ კომენტარებს, სადაც ია კვლავ სთხოვს კატების მოყვარულებს საყვარელი ზუზის პოვნაში დახმარებას.

''ეს კასტრირებული ფისო სახლიდან წავიდა და აღარ დაბრუნდა (ვერ აიტანა ჩემი ქმარი და ვერც ჩემმა ქმარმა აიტანა ის). მაინც გქოდეთ მხედველობაში თუ სადმე გაიგეთ რამე მის შესახებ. კასტრირებული მამალია 5 წლის. ზუზი ქვია'' - წერს ია.

''ზაფხულში დაიკარგა გადახტა ტატიშვილის ქუჩაზე. ვერაზე ადრეც გადახტა და მომიყვანეს. თანხა გადავუხადე. ახლა კი ნული იყო რეაქცია, გავაკარი ფოტოები ყველგან.

ახლა კი მყავს ახალი. ხელი ჩავიქნიე უკვე, მაგრამ ზუზი მაინც სულ სხვა იყო ჩემთვის და მაინც დავდე განცხადება ეგებ გაჭრას''.

''მკიდია კომენტარები. მთავარია ხალხმა გაიგოს. თუ უნდათ, პორტალებსაც გადასცენ შემდეგი სათაურით: ''სასოწარკვეთილ ია ფარულავას იმედი აქვს, რომ იპოვის კატას''.

ხალხი წერდა, ასეთი ქმარი რომ მყავდეს, ქმარს გავაგდებდი და კატას არაო. იას კომენტარი ამ შემთხვევაში მოკლე და მრავლისმთქმელი იყო. ''უკომენტაროდ''.

Rating

სალომე დადიანი
ბეჭდვა