30 იანვარი, 2015
რატომ მისდევდა ბათუმის ბულვარში კესარია აბრამიძეს მიხეილ სააკაშვილი
გადაცემა ''სხვა რაკურსში'' იუნა შაფათავასა და კესარია აბრამიძის დაპირისპირებაზე სოციალურ ქსელში მსჯელობა არ წყდება.
წერენ იმასაც, რომ შესაძლოა ამ გადაცემამ გია ჯაჯანიძეს კარიერა გადაიყოლოს. ''იმედმა'' ბოდიში მოიხადოს და გადაცემა დახურონ.

განსაკუთრებულად მწვავედ გამოეხმაურნენ სექსუალური უმცირესობების უფლებადამცველები და კესარიას ამშვიდებდნენ. კესოს გამამხნევებლებს შორის აღმოჩნდა ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე, რომელმაც ''ფეისბუქის'' მეშვეობით მიმართავს.

"გუშინდელი დღესავით მახსოვს, ბათუმში, ბულვარში სააკაშვილმა რომ დაგინახა, შენსკენ გამოიქცა და კიოდა: კესარია შენნაირი ლამაზი ქალი საქართველოში ორი-სამი ცალიაო. დაცვა გიჟივით რომ გვიყურებდა", - წერს
მუსერიძე.

სალომე დადიანი
ბეჭდვა