30 იანვარი, 2015
სექსუალური ესპანელი მსახიობი ქართველი ნინოს როლში – გახმაურებული რომანის ეკრანიზაცია
საქართველოში არ დაუწყიათ ქართველი ნინოს ძებნა "ალის და ნინოს" თურქები და აზერბაიჯანელები იღებენ. ყურბან საიდის "ალი და ნინო" ერთ-ერთი გახმაურებული წიგნია ბოლო დროს. მისი ეკრანიზაციით თავის დროზე ჰოლივუდიც დაინტერესდა, თუმცა ამჯერად პროექტს თურქებმა მოჰკიდეს ხელი სერიოზულად და "აღმოსავლურ რომეო და ჯულიეტად" წოდებულ სიყვარულის ამბავს ეკრანზე გადაიტანენ.

საინტერესოა, რომ პროექტი თურქულ-აზერბაიჯანულია, თუმცა საქართველოში არ დაუწყიათ ქართველი ნინოს ძებნა და ესპანეთში მოძებნეს.

მარია ვალვერდე ესპანელი მსახიობია, ცნობილი ფილმის "ციდან სამ მეტრზე" ვარსკვლავი, რომელიც თანამედროვე ესპანური კინოს ერთ-ერთ ამომავალ
ვარსკვლავად მიიჩნევა. გოგონა უკვე დაამტკიცეს როლზე და ისიც თქვა, რომ აზერბაიჯანული ენის სწავლას გეგმავს სპეციალურად ამ ფილმისთვის.

გადაღებებიც მადრიდში იგეგმება – სწორედ ამ ქალაქის ქუჩებში გეგმავენ სასიყვარულო ამბის განვითარებას. რაც შეეხება ალის, მუსლიმანი არისტოკრატის როლს ებრაელი მსახიობი ადმა ბაქრი შეასრულებს.

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
კატო
ვიცი ეს გოგო როგორც მსახიობი ძაან კარგია,მაარმ აზერბაიჯანელები და თურქების გადაღებული იმედაი ქართველს არ დააკნინებს და ეს გოგო აზეულს რატო უნდა სწავლობდეს როცა ქრთველს განასახიებას,ღმერთმა იცის რა ინფორმაცია აქვს მიწვდილი ამ თემაზე.
15:37 / 10-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ნუგზარ
იმ ვიდეოს პერსონაჟები ხართ, ტელევიზიამ უნივერსიტეტის ეზოში რომ გადაიღო!
23:53 / 07-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ნიკა
ანონიმო, ჩემდა სამწუხაროდ წაკითხული მაქვს... და არ ვგიჟდები, უკაცრავად. ეს არაა მაღალი დონის ლიტერატურა, მით უმეტეს, როცა გოეთეს კითხულობ ორიგინალში ;) მაგრამ დროის გასაყვანად არა უშავს. გოგოს რაც შეეხება, ლამაზია, რას ერჩით? იმედია ქართველი გოგოს განცდებს კარგად გადმოსცემს.
23:33 / 07-02-2015
გამოხმაურება / 0 /
კანონი და კანონიერება
ქართველი ქალი ულამაზესია. ეს მსახიობი არ არის ლამაზი. ასე აწყობთ, ალბათ.
17:46 / 05-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ფუიიი
Nikoloziრას რა საწყალი და ბნელი ხარ ვერც კი წარმოიდგენ. შენ და შენნაირები ხართ მოსასროლები საკდრის ადგილას.აი მერე ეშველბა საქართველოს
16:50 / 05-02-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS