29 იანვარი, 2015
ეკა კვალიაშვილი: „ნუკა საქართველოში კონკურსებში მონაწილეობას აღარ მიიღებს“
სალომე ნიჭიერი გოგოა და ვულოცავ გამარჯვებას. ბევრ წარმატებას ვუსურვებ
პროექტ ''ერთი ერთში'' გამარჯვებული სალომე ბაკურაძე გახდა. ფინალისტთა შორის იყვნენ ნინი წიკლაური, რომელმაც მეორე ადგილი დაიმსახურა, თემო საჯაია და ნუკა კვალიაშვილი, რომელიც მეოთხე ადგილზე გავიდა.
სოციალურ ქსელში და მათ შორის პროექტის ''ფეისბუქის'' გვერდზე ბევრი წერს, რომ უსამართლობა მოხდა და გამარჯვებული ნუკი უნდა გამხდარიყო. კომენტარი ვთხოვეთ ნუკის დედას-მომღერალ ეკა კვალიაშვილს, რომელიც მომხდარით აშკარად უკმაყოფილოა და დარწმუნებულია, ნუკი საქართველოში კონკურსებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. შეგახსენებთ ნუკიმ საქართველოში მესამე პროექტში
მიიღო მონაწილეობა. პირველ შემთხვევაში ''საქართველოს ვარსკვლავშიც'' ბევრი მას უწინასწარმეტყველებდა გამარჯვებას, თუმცა პირველი ადგილი ნინა სუბლატს ერგო.

- ეკა, თქვენი კომენტარი გვაინტერესებს ''ერთი ერთშის'' ფინალზე. ძალიან ბევრი წერს, პროექტის ''ფეისბუქის'' გვერდზე, რომ ნუკის უნდა მოეგო. თქვენ როგორ შეფასებდით ფინალს?
- ნება მომეცით, საერთოდ არ ვიმსჯელო ამ თემაზე. ერთი კი ნამდვილად ვიცი, ნუკა საქართველოში კონკურსებში მონაწილეობას აღარ მიიღებს და საერთოდ ვფიქრობთ, მალე ქვეყნიდან წასვლას და შემოქმედების განვითარებას. რადგან ''ერთი ერთის'' გვერდზე ამდენი ადამიანი წერს, რომ ნუკას უნდა მოეგო, ე.ი. საზოგადოებამ აზრი დააფიქსირა.
- რომელ ქვეყანაში ფიქრობთ გამგზავრებას?
- ოოო, ამას წინასწარ არავის ვეტყვით.
- ჟიურიმ ნუკას პირობა დაადებინა, რომ საკუთარ კარიერაზე ზრუნვას გააგრძელებდა და ისიც აღნიშნეს, რომ მას ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს.
- ეს ჩემზე კაგად ვინ იცის? მაგრამ, რომ ხედავენ და აღნიშნავენ, უკვე ძალიან სასიამოვნოა და დასტურია ჩემი შეხედულების და კომპეტენტურობის.
- როგორ ფიქრობთ, რატომ არ აისახა, მისი შესაძლებლობები, რომ გაემარჯვა?
- არ ასახეს (იცინის).
- გამარჯვებულ, სალომე ბაკურაძეს როგორ შეაფასებდით?
- კარგი და ნიჭიერი გოგოა და ვულოცავ გამარჯვებას. ბევრ წარმატებას ვუსურვებ.

მერი კობიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 33 /
ტამი
Aravis vaswavli ubralid vambob,rom uketesi ikneboda tu ertmanets davindobdit da amden sheurawyopas ar mivayenebdit.chven tavebs gamovxatavt
00:54 / 10-02-2015
გამოხმაურება / 0 /
gio
აუუ ამ ქალმა ხო გააწყალა გული რა.. დავაი წადით ამ ქვეყნიდან ინტრიგანებო. თქვენზე ნაკლები მომღერლები არ არიან სხვები და გადავრჩებით როგორმე უთქვენოდ... სალომეს კი, წარმატებებს ვუსურვებ. ძალიან საყვარელი და კეთილი გოგოა ეტყობა. და არა ამპარტავანი და სწერვა ამ შერეკილი ქალივით ;)
14:52 / 08-02-2015
გამოხმაურება / 0 /
მე
სასწაულებს ჩითავთ რა, რა 17 ათასი ღადაობთ? სად აქვს სალომეს მაგხელა თანხა რომ ეგრე გაესროლა, იგივე ითქვა ნინიზეც რომელს დავუჯეროთ ჩემგან რჩევა ყველას რაც არ იცით იმას ნუ ტლიკინებთ. უსაჩუქროდ არავინ დარჩენილა და შესაბამისად ბოღმის ნთხევას შეეშვით რა
12:40 / 05-02-2015
გამოხმაურება / 0 /
დეა
სულ სალომემ რატო უნდა მოიგოს, გაცილებით უკეთ მგეროდა ლიზი
21:10 / 03-02-2015
გამოხმაურება / 0 /
თეო
ამ პროექტში გამარჯვება დამოკიდებული იყო სმსებზე და არა იმაზე ტუ ვინ როგორ იმგერებდა,დძალიან დიდ პატივს ვცემ სალომესაც და ნუკისაც მაგამ მე პირადად ნუკის ხმა უპრო მომწონს.
19:21 / 03-02-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS