22 იანვარი, 2015
არჩილ ფურცელაძე მეორე მეუღლესაც ეჭვიანობის გამო დაშორდა
გაია და აჩიმ წლების წინ ერთმანეთი რუსეთში გაიცნეს მომღერალი აჩი ფურცელაძე, უკვე წლებია რაც რუსეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეორე მეუღლეს გაია ხაჩიძეს დაშორდა.

მიზეზი ამჯერადაც, როგორც თამუნა მუსერიძის შემთხვევაში ეჭვიანობა გახდა. ცნობილია, რომ აჩის უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს და როგორც ჩანს არც რუსეთში მოასვენეს, რასაც გულგრილად ვერ შეხედა გაიამ.

გაია და აჩიმ წლების წინ ერთმანეთი რუსეთში გაიცნეს. წყვილი თბილისშიც ხშირად ჩამოდიოდა, გასული ზაფხულიც ბათუმში გაატარეს.

აჩი ამბობდა, რომ კარგად ესმოდათ ერთმანეთის. რამდენიმე წლის
წინ, როდესაც ყოფილ მეუღლესთან თამუნა მუსერიძესთან ერთად ''პროფილში'' იყო და დუეტიც იმღერეს, გაიას არ მოეწონა.

იეჭვიანა, მაგრამ მერე დავარწმუნე, რომ ხელოვანი და პოპულარული ადამიანის ხვედრი ასეთია და რომ ამაში საეჭვიანო არაფერი ჰქონდაო,'' - ამბობდა მოგვიანებით აჩი ფურცელაძე.

ცნობილი ხდება, რომ აჩი მეორე მეუღლესაც უკვე ოფიციალურად დაშორდა.

სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS