13 იანვარი, 2015
''კომედი შოუ'' ჭამე ნოდარის გარეშე დარჩა
პროფესიით მსახიობი არ ვარ. მინდა, საკუთარ პროფესიას მივხედო გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიგა ტაბიძე, რომელსაც ყველა ბოლო დროს ჭამე ნოდარით მიმართავდა, ''კომედი შოუ'' დატოვა. რამდენიმე თვის წინ როდესაც ''რეიტინგმა'' მასთან ინტერვიუ ჩაწერა, გიგა აღფრთოვანებყუული საუბრობდა თვავის საქმიანობაზე და ახლა ცოტა გაგვიკვირდა, რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება შოუს ერთ-ერთმა პოპულარულმა მსახიობმა. გიგას რამდენიმე კპითხვით მივმართეთ:

- გიგა, მართლა დატოვე ''კომედი შოუ''?
- გავრცელებული ინფორმაცია ნამდვილია. პროფესიით მსახიობი არ ვარ. მინდა, საკუთარ პროფესიას მივხედო. ფარმაცევტი ვარ და ამ სფეროში
ვცდი ბედს.
- მაყურებელს ძალიან შეუყვარდა შენი გმირები. განსაკუთრებით ჭამე ნოდარი რომ აღარ იქნება შოუში ალბათ ამაზე დასწყდებათ გული.
- მგონი, შენარჩუნდება ხალხის სიყვარული. მაგრამ ჩემი თავი ვეღარ დავინახე ამ შოუში.
- როდის მიიღე ''კომედი შოუს'' დატოვების გადაწყვეტილება?
- საახალწლო კონცერტების შემდეგ.
- გული არ გწყდება, მეგობრებთან ერთად რომ ვერ იმუშავებ?
- რა თქმა უნდა. გარემოს როდესაც შეჩვეული ხარ, ძნელია, დატოვო და ჩამოშორდე. ახლა გადამიარა გულდაწყვეტამ.
- 'რუსთავი 2''-ში არ ჰქონდათ შენი შოუში დარჩენის მცდელობა?
- რა თქმა უნდა, ჰქონდათ კითხვები რატომ მივდიოდი და მიზეზებზეც მეკითხებოდნენ. მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება არ შევცვალე.
- რამდენი წელი, იმუშავე  ''კომედი შოუში''?
- მესამე წელი დაიწყო.
- წამოსვლის მიზეზი ფინანსები ხომ არ იყო, ან რომელიმე პერსონაჟის შესრულება ხომ არ გააპროტესტე?
- არანაირად. მსგავსი არაფერი მომხდარა.
- შესაძლებელია, ეკრანზე კიდევ გიხილოთ?
- არ გამოვრიცხავ, მომავალში რომელიმე იუმორისტულ გადაცემაში კიდევ მივიღო მონაწილეობა, მაგრამ ამაზე ახლა მხოლოდ იდეის დონეზე ვფიქრობ და როდისმე თუ განხორციელდება, არ ვიცი,

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 10 /
ანა
მაგარი იყო შენი შესრულება მაგრამ როდესაც რას გეტყვის გულლი დაუჯერე გმერტმა სწორი გზიტ გატაროს
21:28 / 21-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ლია
ყოჩაღ! სერიოზული ბიჭი ხარ და კლოუნობა არ გიხდებოდა! ღმერთმა ხელი მოგიმართოს!
10:33 / 16-01-2015
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
კარგი ადამიანი ხარ, სანთელ საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს. დარწმუნებული ვარ უკეთესი მომავალი გექნება
17:33 / 14-01-2015
გამოხმაურება / 0 /
nugo
იუმორინაში კი კვდებიან მთავრობის შეფარული ქებით და ნაცების აშკარა ლანძღვით და ეს არ უნდა იყოს ხელოვნების მიზანი. ამათ კონცერტებზე ნაცების მხარდამჭერები მიდიან, იუმორინაზე კი ხელისუფლების. ეს რა უბედურებაა?!
12:16 / 14-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ნათია
გიგა მივესალმებით შენს გადაწყვეტილებას.. გისურვებ პროფესიულ წინსვლას და წარმატებას :)
11:23 / 14-01-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS