ბიჭი მალე გახდება ორი წლის. ის წყვილის პირველი საერთო შვილია - მანამდე ორივე იყო დაქორწინებული და შვილებიც ჰყავდათ.
''საოცარი ადგილია, მშვენიერი დღე... ეს ჩვენ ვართ. არჩილ გელოვანი და კონსტანტინე გელოვანი'', - წერდა ოქსანა სოციალურ ქსელში, სადაც ნათლობის ფოტოები გამოაქვეყნა. პატარა კონსტანტინე ჩოხაშია გამოწყობილი და ნათლობის
ოქსანამ და არჩილმა ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ გაიცნეს და რომანიც მალე გააჩაღეს. ხოლო მას მერე, რაც გაირკვა, რომ ოქსანა ორსულად იყო, მათი სიყვარულის შესახებ ოფი-ციალურადაც გაცხადდა.
ოქსანას ოთხი წლის ვაჟი ჰყავს პირველი ქმრისგან - მსახიობ დმიტრი ლიტვინოვისგან. რაც შეეხება არჩილ გელოვანს, მასაც პირველ ცოლთან პატარა ვაჟი ჰყავს.
ჟურნალი ''რეიტინგი''