06 იანვარი, 2015
ვასო ფხაკაძის მეუღლე ულამაზესი ქართველების სიაში მე-3 ადგილზეა – რა რეაქცია ჰქონდა იუმორისტს
სიის ერთ-ერთ მოწინავე ადგილს თელაველი ლამაზმანი, მოდელი ლიკა მეტრეველი იკავებს რუსული საიტის top-antropos.com-ის მიერ გამოქვეყნებულ ქართველი ლამაზმანების სიას საქართველოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სოციალურ ქსელში ზოგი ეთანხმებოდა რუსების გემოვნებას და ზოგიც აპროტესტებდა.

სიის ერთ-ერთ მოწინავე ადგილს თელაველი ლამაზმანი, მოდელი ლიკა მეტრეველი იკავებს. ლიკა გასულ წელს ''კომედი შოუს'' მსახიობ ვასო ფხაკაძის მეუღლე გახდა. წყვილი თებერვალში გოგონას ელოდება. გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ ლიკას რამდენიმე კითხვა დავუსვით.

- ლიკა, როგორი რეაქცია გქონდა, როდესაც გაიგე, რომ რუსეთში 36 ქართველ ლამაზ ქალბატონს
შორის დაგასახელეს?
- ნამდვილად არ ვიცოდი, თუ რაიმე ''კონკურსი'' ტარდებოდა. აქედან გამომდინარე მოულოდნელი იყო, მაგრამ თვითონ ფაქტი არ გამკვირვებია (იცინის).
- მეუღლე, ვასო ფხაკაძე ამ ამბავს როგორ შეხვდა?
- რა თქმა უნდა, კმაყოფილია.
- რომელ ქალბატონს დაამატებდი ამ სიას?
- ჩემი აზრით, კიდევ ძალიან ბევრი ქართველი ქალბატონია სიაში დასამატებელი. კონკრეტულად არავის გამოვყოფ.

რუსული საიტი 36 ქართველი ქალის სიას აქვეყნებს - ვინ მოხვდა ლამაზმანების ჩამონათვალში
მერი კობიაშვილი

ბეჭდვა