06 იანვარი, 2015
ვასო ფხაკაძის მეუღლე ულამაზესი ქართველების სიაში მე-3 ადგილზეა – რა რეაქცია ჰქონდა იუმორისტს
სიის ერთ-ერთ მოწინავე ადგილს თელაველი ლამაზმანი, მოდელი ლიკა მეტრეველი იკავებს რუსული საიტის top-antropos.com-ის მიერ გამოქვეყნებულ ქართველი ლამაზმანების სიას საქართველოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სოციალურ ქსელში ზოგი ეთანხმებოდა რუსების გემოვნებას და ზოგიც აპროტესტებდა.

სიის ერთ-ერთ მოწინავე ადგილს თელაველი ლამაზმანი, მოდელი ლიკა მეტრეველი იკავებს. ლიკა გასულ წელს ''კომედი შოუს'' მსახიობ ვასო ფხაკაძის მეუღლე გახდა. წყვილი თებერვალში გოგონას ელოდება. გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ ლიკას რამდენიმე კითხვა დავუსვით.

- ლიკა, როგორი რეაქცია გქონდა, როდესაც გაიგე, რომ რუსეთში 36 ქართველ ლამაზ ქალბატონს
შორის დაგასახელეს?
- ნამდვილად არ ვიცოდი, თუ რაიმე ''კონკურსი'' ტარდებოდა. აქედან გამომდინარე მოულოდნელი იყო, მაგრამ თვითონ ფაქტი არ გამკვირვებია (იცინის).
- მეუღლე, ვასო ფხაკაძე ამ ამბავს როგორ შეხვდა?
- რა თქმა უნდა, კმაყოფილია.
- რომელ ქალბატონს დაამატებდი ამ სიას?
- ჩემი აზრით, კიდევ ძალიან ბევრი ქართველი ქალბატონია სიაში დასამატებელი. კონკრეტულად არავის გამოვყოფ.

მერი კობიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ხათუნა
სილამაზე ძალიან ინდივიდუალური მოვლენაა... ერთი კითხვა მიჩნდება ამ ლამაზი ქალეის იმართ . რამ უნდა მოგხიბლოს ვასოფხაკაძეში ასეი გარეგოის ქალს თუ ტვინის ნატამალი დაგრჩა თავში. ან ქონება დახარბდი (((
13:06 / 12-01-2015
გამოხმაურება / 1 /
ეტყობა შენ სიყვარული არ განგიცდია, თორე ამას არ იტყოდი
სიყვარული არის გულით და გონებით, ლიკას ეტყობა გულით შეუყვარდა. ფხაკაძეს კი ის აღმოაჩნდა რაც ბევ სიმპატიურ კაც არ ქონდა. შეიძლება ერთიდაიგივე კაცს ხედავდე წლები და უცებ ერთ დღესაც შეხვდე და მიხვდე რომ გიყვარს სულ ესაააააააააააააააააა
11:53 / 06-01-2018
ia
ლამაზი ნამდვილად ჰქვია ჩემი აზრით
19:19 / 11-01-2015
გამოხმაურება / 0 /
თეო
ეს თუ ულამაზესია :D :D და ულამაზესი ქართველები ვინ არიან ? აწყობილი შორენა თუ ვინ ბესო :D :D :D :D D :D :D :D D ვაი საქართველოვ ბედკრულო
22:09 / 10-01-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS