02 ივლისი, 2013
ნინი ბადურაშვილი ირაკლი კუტალაძეს პასუხობს
ნინი ბადურაშვილმა ის გამოიყენა და მისი მიზანი იყო, კანონიერად გათხოვილიყო და კანონიერი ქორწინებიდან გაეჩინა შვილი. ქმარი და ოჯახის შექმნა მის გეგმებში არ შედიოდა.
ბოლო დროს, სკანდალურად ცნობილი ამბის გარშემო საუბარი არ სრულდება. ნინი ბადურაშვილის ქმრის ინტერვიუმ საზოგადოება შოკში ჩააგდო. ირაკლი კუტალაძის ბრალდებებს უამრავი მოწინააღმდეგე და მომხრე გამოუჩნდა.

ნინის მშობიარობამდე ორი კვირით ადრე, მოსკოვიდან მეუღლემ საკმაოდ მძიმედ შეაფასა მათი თანაცხოვრების პერიოდი.
ირაკლი ინტერვიუში ამბობდა, რომ ნინი ბადურაშვილმა ის გამოიყენა და მისი მიზანი იყო, კანონიერად გათხოვილიყო და კანონიერი
ქორწინებიდან გაეჩინა შვილი. ქმარი და ოჯახის შექმნა მის გეგმებში არ შედიოდა.

„ნინიმაც კარგად იცის, დღეს რა ურთიერთობაა ჩვენ შორის. შეიძლება, გარკვეული ეჭვი გამოვთქვა: მშობიარობის შემდეგ, როდესაც მთელი საქართველო დაინახავს, მე ნინის გვერდით აღარ ვარ, მაშინ ამ ფაქტს გამოიყენებს ისევ საკუთარი თავის პიარისთვის - ნახეთ, ქმარმა სამშობიაროშივე მიმატოვაო. ესეც მისი გეგმის ნაწილია და ამას, ალბათ, მოჰყვება მისი მოთხოვნები'' - აცხადებს კუტალაძე  და დასძენს, რომ მისთვის სრულიად ნათელია, ნინისთვის პირველ პლანზეა სიმღერა და კარიერა, გადაცემა და საკუთარი თავის პიარი და ბოლოს, შვილი.

ორდღიანი დუმილის შემდეგ ნინიმ ჯერ კიდევ მეუღლეს „ფეისბუქის“ საკუთარი გვერდიდან იოსებ ნონეშვილის სიტყვებით უპასუხა.

„ეცადეს და ვერ გამხადეს ბოროტი, ეცადეს და ვერ გამხადეს ფლიდი, წუთისოფელს კაცად შერჩე ბოლომდე ესეც თურმე გმირობაა დიდი!“
Rating
„ჩემი გმირი დედიკო ხარ შენ და ცოდოა ის ვინც მამობის და ქმრობის ხიბლს ვერ შეირგებს შენთან ერთად“ - გამოეხმაურა მომღერლის სტატუსს სალომე გოგიაშვილი.

ქეთი მელაძე
სპეციალურად საიტისთვის

იხილეთ ასევე
ნინი ბადურაშვილის რამდენიმეთვიანი ქორწინება სკანდალით დასრულდა!..

ბეჭდვა