26 დეკემბერი, 2014
გულისამაჩუყებელი აქცია, რომელშიც თბილისის მერის ფეხმძიმე მეუღლეც ჩაერთო
ბევრი ვერ ბედავს, რომ თავის პრობლემაზე ხმამაღლა ისაუბროს
რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში დავით ნარმანიას ფეხმძიმე მეუღლის თიკა თინიკაშვილის ფოტო გავრცელდა. დავით ნარმანიას მეუღლე იანვარში მესამე შვილს ელოდება. ფოტოები კიკალა სტუდიაშია გადაღებული. ამავე გვერდზე ვნახეთ პარლამენტარ ანი მიროტაძის ფოტოებიც. დავინტერესდით, რამ გააერთიანა ეს ქალბატონები და ანი მიროტაძეს რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

ანი მიროტაძე:

- ჩვენ გავერთიანდით აქციაში, რომელიც ძუძუს კიბოთი დაავადებულ ადამიანებს დაეხმარება. ამავე აქციაში ჩართულები არიან ნინო სურგულაძე, ნატო მეტონიძე, თიკო მაღალაშვილი, თამთა დემურიშვილი და
ბევრი სხვა ცნობილი ქალბატონი. მე რომ შემომთავაზეს მონაწილეობა, დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. კიკალა სტუდიაში გადაღებული ფოტოები დიდ ბანერებზე გამოიფინება და ერთხელ კიდევ დააფიქრებს ხალხს, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს დაავადება აწუხებთ, საზოგადოების გვერდით დგომა და მხარდაჭერა სჭირდებათ.
- გოგონა, ვისთან ერთადაც ფოტოები გაქვთ გადაღებული, ვინ არის?
- ეს გოგონა ერთ-ერთი დაავადებულია. ძალიან გაბედული და მებრძოლი გოგონაა. ბევრი ვერ ბედავს, რომ თავის პრობლემაზე ხმამაღლა ისაუბროს. ამ პროექტში ჩართვით გვინდა, ხაზი გავუსვათ იმას, რომ მათი დახმარება ყველას შეგვიძლია. მნიშვნელობა არ აქვს, მე პარლამენტში ვარ თუ - არა. მათი დახმარება ყველას შეუძლია. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, ამ დაავადებით ბევრი ადამიანი იტანჯება.

Rating

ვესაუბრეთ ასევე აქციის ხელმძღვანელს ანა მაზანიშვილს:

- 1994 წელს მილანში შეიქმნა ოგანიზაცია `ევროპა დონა~, რომელიც ძუძუს კიბოთი დაავადებულებს ეხმარება. საქართველო ამ ორგანიზაციაში 2006 წლიდან გაწევრიანდა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ აქციაში მონაწილეობაზე უპრობლემოდ დაგვთანხმდა.

Rating

- ვინმეს უთქვამს უარი?
- ასეთ აქციაში მონაწილეობაზე უარს არავინ ამბობს, მაგრამ მოგეხსენებათ, ეს დაავადება ვისაც აწუხებს, ძალიან ძვირად ღირებული წამლები სჭირდება და მათთვის რომ ვინმემ ფინანსურად რამე გააკეთოს, ჭირს ხოლმე. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ქალბატონს, ვინც ამ აქციაში მონაწილეობაზე უპობლემოდ დამთანხმდა.

მერი კობიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS