24 დეკემბერი, 2014
ნიკოლოზ ხომასურიძის პასუხი კრიტიკოსებს: ''თუ მხოლოდ სექსუალურობა დაინახა მკითხველმა ჩვენს წიგნში, ესე იგი მხოლოდ ეს აინტერესებს''
გააჩნია, ვის რა ჰგონია სექსუალური და ეროტიკული რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის თითქმის ყველა ნამუშევარი სკანდალური ხდება. ყველაზე სკანდალური აქამდე, ''ვეფხისტყაოსანი'' იყო. ფილმში ტარიელის ჩაცმულობამ გამოიწვია დიდი აჟიოტაჟი. რეჯისორს ამ ფილმზე მუშაობა ჯერ არ დაუსრულებია და საბოლოო შეფასებას ჯერ ვერავინ აკეთებს. რეჟისორი კომიქსებზეც მუშაობს. რამდენიმე დღის წინ გაიმართა ''დაკარგული ლეგენდების'', პრეზენტაცია, სადაც ძალიან ბევრი ქართული ზღაპრის გმირს შევხვდებით. ამჯერადაც გამოჩნდნენ სოციალურ ქსელში კრიტიკოსები. ამბობენ, რომ წიგნში ბევრი ეროტიკაა. ნიკოლოზ ხომასურიძე ამჟამად ამერიკაშია მას სოციალური ქსელის საშუალებით რამდენიმე
კითხვა დავუსვით.

- ნიკა, კითხვები მაქვს შენს ახალ პროექტზე...
- რომელზე?
- ''დაკარგულ ლეგენდაზე''. როგორც ყველა შენს პროექტს, ამჯერადაც მოჰყვა სოციალურ ქსელში კრიტიკა შენს ნამუშევარს.
- რას ამბობენ? არ ვიცი. ამირანის ლეგენდის გრაფიკული ნოველა. კომიქსია.
- ამბობენ, რომ ეროტიკული ნახატებია წიგნში.
- გააჩნია, ვის რა ჰგონია სექსუალური და ეროტიკული. მერე რა მოხდა, თუ არის. თუ მხოლოდ სექსუალურობა დაინახა მკითხველმა ჩვენს წიგნში, ესე იგი მხოლოდ ეს აინტერესებს.
- ვინ არიან ასახული ნახატზე?
- ნახატზე ამირანის მამის და დალის სიყვარულის მომენტია, რომელიც ჩემი აზრით ძალიან ლამაზად არის გადმოცემული.
- როგორც მახსოვს, კოცნის სცენები ზღაპარში არაა...
- მერე რა, თუ არაა.
- ანუ ზღაპარში შენი იმპროვიზაციაცაა?
- ეს ზღაპარი არაა, მითების, ლეგენდების და ზღაპრების გმირების ისტორიები არის გაერთიანებული და ჩვენი ისტორიაა დამატებული განვითარებისთვის. ამ კომიქსით ქართველი სუპერგმირების წარმოჩენა მოხდება.
- რამდენი ლეგენდა გააერთიანე?
- ''ამირანი'', ნაცარქექია'', დალი, პირქუში, იახსარი, ამბრი, კოპალა, როკაპი, დევები, პლიუს ჩვენი ბევრი გმირია დამატებული, მედეა და არგონავტები გამოჩნდებიან მალე და ამირანიც აიწყვიტავს ჯაჭვებს ცოტა ხანში.
- ანუ გაგრძელება მალე გამოვა?
- თებერვლიდან კოველთვიური გამოცემა იქნება.
- ქართველებს გვაქვს იმდენი ლეგენდა, რომ მათზე წიგნი ყოველთვე შეიქმნას?
- გმირები იმდენია, ვერ დაითვლი. ესაა სამწუხარო, რომ ჩვენ არც ვიცით რა დიდი საგანძური გვაქვს. უმაგრესი ისტორიებია და გავაცოცხლებთ ბევრს.
- ეროტიული სცენები კვლავ იქნება?
- ეს არ არის ეროტიული, ეს ცხოვრებისეული მომენტია. თუ მოითხოვა საჭიროებამ, იქნება. კომიქსებს აწერია, 11+. საგანმანათლებლო და ინტელექტუალური წიგნია, განსაკუთრებით თინეიჯერებზე და უფროსი ასაკის მკითხველზეა გათვლილი.

Rating

- რაც შეეხება ''ვეფხისტყაოსანს'', რა ბედი ეწევა ამ პროექტს? მისი გადაღებები არ გრძელდება?
- რაც გვჭირდებოდა, ამ ეტაპზე მასალა უკვე გვაქვს. დამთავრდება მალე დამუშავება და დავიწყებთ მეორე ეტაპს ვეფხისტყაოსანზე.

მერი კობიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
გიო
ბატონო ნიკოლოზ, როცა ეროტიკას ტენი, იქ სადაც არაა საჭირო, სექსის ნაკლებობა გაქვს, ან პრობლემები ამ სფეროში - პატივისცემით ექიმი.
17:23 / 24-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS