22 დეკემბერი, 2014
ჯო კოკერი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა
ინგლისელი მომღერალი ჯო კოკერი 70 წლის ასაკში ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაციას "ბი-ბი-სი" ავრცელებს.

მისი აგენტი ბარი მარშალი ოფიციალურად ადასტურებს, რომ მომღერალი დღეს გარდაიცვალა.

"შეუძლებელია შეავსო ის სიცარიელე, რომელიც მან სიკვდილის შემდეგ დაგვიტოვა", - აცხადებს მარშალი.

მომღერლის სრული სახელია — ჯონ რობერტ კოკერი. დაიბადა. 1944 წლის 20 მაისს, შეფილდში, (ინგლისი) 2014) — ინგლისელი მომღერალი ბლუზისა და როკის ჟანრებში მოღვაწეობდა. მის სავიზიტო ბარათად იქცა ხრინწიანი ბარიტონის ტიპის ვოკალი. კოკერი ცნობილია ბევრი ცნობილი ქავერ-ვერსიით, რომელთა შორის გამოირჩევა ბითლზის სიმღერების
ინტერპრეტაციები. არის
გრემის ჯილდოს მფლობელი - 1983 წლის სიმღერისათვის „Up Where We Belong“.
როლინგ სტოუნის ყველა დროის საუკეთესო მომღერლების რეიტინგში  97-ე პოზიცია ეკავა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
xatia
RIP Joe..
19:36 / 23-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS