21 დეკემბერი, 2014
ივანა მელაი და გურამიკო ლომიძე დაინიშნენ
წყვილს არ აქვს დაგეგმილი სად გაატარებენ ახალ წელს
უკრაინელ მომღერალ ივანა მელაის და „ქუჩის ბიჭების“ წევრ გურამიკო ლომიძის სიყვარულის ამბავი დაახლოებით ერთი წლის წინ გახდა ცნობილი. ბოლო დროს კი აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ  ივანა და გურამიკო დაინიშნენ. ჯერჯერობით არც ერთი ამ ამბავს არ ადასტურებს, თუმცა კიკალა სტუდიაში ახალი ალბომის ფოტოსესიისთვის მისულ ივანას საქორწინო ბეჭედი ამშვენებდა.

მომღერლების მეგობრებიც პირად საუბრებში ამბობენ, რომ ივანა და გურამიკო ნამდვილად დანიშნულები არიან.

აშკარაა, მომავალ 2015 წელს გურამიკოს და ივანას
ცხოვრებაში საინტერესო სიახლე მოხდება და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქართულ შოუ ბიზნესში კიდევ ერთ ლამაზ ქორწილს ვიხილავთ.

გურამიკო ამჯერად კვლავ ამერიკაშია, თუმცა ერთი კვირის წინ მომღერალმა საყვარელ გოგონას სიურპრიზი მოუწყო და მოულოდნელად რამდენიმე დღით თბილისში  ჩამოვიდა.

წყვილს არ აქვს დაგეგმილი სად გაატარებენ ახალ წელს. თუმცა ივანას თქმით გურამიკო მას ყოველთვის სიურპრიზებით ანებივრებს და არაა გამორიცხული, რომ დამდეგ ახალ წელსაც გურამიკომ ივანას დაუვიწყარი საჩუქარი გაუკეთოს.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ლილი
ეს გურამიკოს მესამე ცოლი იქნება ხომ.ვულოცავ
23:15 / 22-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS